„მორწმუნე პარაზიტები“

 რელიგიისა და რელიგიური რიტუალების გავრცელებადობის კლასიკურ განმარტებას, მემების თეორია იძლევა. კონცეფცია და თვით ტერმინი მემი, ბიოლოგმა რიჩარდ დოქინსმა შემოიღო, წიგნში – „ეგოისტური გენი“. გენების ანალოგიურად, ამ კულტურული ინფორმაციის ერთეულებს, როგორც გენებს, მუტირება(შეცვლა) და გამრავლება შეუძლია, ესეიგი – ევოლუციონირებაც. წარმატებული მემები, რომელთა გადაცემა და დამახსოვრება ადვილია, დიდ ხანს ცოცხლობს, დანარჩნები კი ქრება. თანამედროვე ანთროპოლოგები რელიგიას კულტურულ მემად განიხილავენ, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთობით ვრცელდება. ჟურნალ Biology Direct-ში რუს მეცნიერთა სტატია გამოქვეყნდა – „შეუძლიათ თუ არა მიკრობებს რელიგიურობის  გაძლიერება? მიდიქლორიანები: ბიომემების ჰიპოთეზა“. კვლევაში წამოყენებულია ჰიპოთეზა ინფორმაციულ მემებსა და ბიოლოგიურ ორგანიზმებს შორის სიმბიოზის შესახებ(რაც „ვარსკვლავური ომების“ მიდიქლორიანულ კონცეფციას გვაგონებს. ამ ფილმში, მიკროსკოპული ორგანიზმები ყოვლისმომცველ ენერგიასთან, ე.წ. ძალასთან აკაშირებს ადამიანებს).

 „ჩვენი ჰიპოთეზა, რა თქმა უნდა, საკმაოდ საკამათოა. სტატიის რეცენზენტები ამ იდეას საინტერესოს უწოდებენ, თუმცა არამართებულად თვლიან. მეორეს მხრივ, როცა მარშალმა და უორენმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ კუჭის წყლულის გამომწვევი ხშირ შემთხვევაში ინფექცია Helicobacter pylori-ა და არა სტრესი ან ცხარე საჭმელი, სასაცილოდ აიგდეს. შემდეგ გაირკვა, რომ ისინი მართლები ყოფილან“ – ამბობს სტატიის ერთ-ერთი ავტორი. მეცნიერების ისტორიაში ბევრი მსგავსი მაგალითია. სულ უფრო მეტი კვლევა ჩნდება იმის შესახებ, რომ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა(მიკრობიომი) ადამიანის ქცევაზე შეიძლება მოქმედებდეს. სავარაუდოდ, ზოგიერთი მიკროორგანიზმები აფორიქებულ მდგომარეობაში აგდებენ ადამიანს, იწვევენ დეპრესიასა და ალცჰეიმერის დაავადებებს. იქნებ, ზოგიერთი რელიგიური რიტუალების მეტად გავრცელების მიზეზიც მიკროორგანიზმებია?“

 კატის კერძი

 ბუნებაში ბევრი პარაზიტული ორგანიზმები არსებობს, რომლებსაც თავიანთი მასპინძლის ქცევის მართვა შეუძლია, უაზრო და საშიში მოქმედებებისკენ უბიძგებს მათ, რაც პარაზიტების გავრცელებასა და გამრავლებას უწყობს ხელს. ბტყელი ჭიის მატლები(Dicrocoelium dendriticum), ინფიცირებულ ჭიანჭველებს ბალახების წვერზე ასვლას აიძულებს. ასე ისინი მსხვილი რქოსანი პირუტყვის ორგანიზმში ხვდებიან, შემდგე კი მრავლდებიან. პარაზიტული ჭია „ცხენის ბეწვი“(Spinochordodes tellinii) თავის მასპინძელ კალიას(Meconema thalassinum) წყლისკენ მიმართავს, რომელშიც მოხვედრის შემდეგ მრავლდება, ხოლო მასპინძელი, რა თქმა უნდა, კვდება.

 მასპინძელთა ქცევების შეცვლა ზოგიერთ სოკოებს, ვირუსებს, კიბოსმაგვართ და უმარტივესებსაც შეუძლია. მაგალითად, ცოფის ვირუსი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ხვდება, აგრესიულ შეტევებს იწვევს: ცოფიანი ცხოველი სხვა ცხოველებს კბენს და ამით ცოფის ვირუსს ავრცელებს. 2013 წელს ჟურნალ Ecology Letters-ში სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც Artemia-ს სახეობის კიბორჩხალებზეა საუბარი. ბტყელი ჭიებითა და მიკროსპირიდიებით ინფიცირებული, გაცილებით ხშირად იკრიბებიან ერთად, რითაც ადვილად შესამჩნევი ხდებიან ფრინველებისთვის(მაგალითად, ფლამინგო), თავიანთი ბოლო მასპინძლებისთვის. ამასთან დაკავშირებით გამოითქვა ვარაუდი, რომ პარაზიტები, კიბორჩხალების სოციალიზაციას ახდენს, რათა ფრინველებმა უფრო აქტიურად შეჭამონ. ერთუჯრედიანი ტოქსოპლაზმა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ამ პარაზიტის ბოლო მასპინძელი კატაა, ხოლო შუალედური მღრნელები. ტოქსოპლაზმით ინფიცირებული მღრნელები, კატის სუნის მიმართ ამაღლებულ ტოლერანტულობას ავლენენ, ღია ადგილებზე რჩებიან და მტაცებლებისთვის ადვილი ხელმისაწვდომები ხდებიან. ანუ, ტოქსოპლაზმა მღრნელს ეხმარება, კატის კერძი გახდეს. ტოქსოპლაზმა ადმიანის ქცევაზეც მოქმედებს, თუმცა არა ასე ფატალურად. დედამიწის მოსახლეობის მესამედი ტოქსოპლაზმით არის ინფიცირებული, ასეთი ადამინები უფრო ხშირად ხვდებიან ავტოავარიებში, აქვთ კატის შარდის სუნის განსხვავებული აღქმა, იტანჯებიან შიზოფრენიითა და დეპრესიით.

 რიტუალური კოცნა

 ცხოველებზე მიკროორგანიზმების ზემოქმედების შესწავლისას, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ინფიცირებული ერთეულების ქცევა, რომელიც პარაზიტების გამრავლებასა და გადარჩენას უზრუნველყოფს, ხოლო მასპინძლისას არა. სტატიის ავტორებმა ამ კუთხით რელიგიური რიტუალებიც შეისწავლეს. რელიგიათა უმრავლესობაში არის რიტუალები, რომლებიც ინფექციების გამრავლებას იწვევს: წინადაცვეთა, ზიარება, რიტუალური განბანვა ისლამში, ასევე სალოცავად მოგზაურობა მექაში. „წმიდა წყაროები“ და „წყალი“, ხშირ შემთხვევაში, მიკროორგანიზმებით არის გაჯერებული, მათ შორის პათოგენებითაც. ქრისტიანები ჯვრებს, ხატებსა და ბიბლიის გვერდებს კოცნიან, მუსულმანები – ქააბის შავ ქვას, იუდაველები – გოდების კედელს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ რელიგიურ რიტუალებს სარგებელი მიკრობებისთვის მოაქვთ და არა მათი შემსრულებლებისთვის.

 2012 წელს ჟურნალ Behavioral and Brain Sciences-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ადამიანთა პოპულაციებში რელიგიურობასა და პარაზიტებით გამოწვეულ სტრესს შორის კავშირზეა საუბარი: რაც მეტი პარაზიტია, მით უფრო გამძაფრებულია რელიგიურობაც.

 ”ჩვენ ამ სოციალური ფენომენის ბიოლოგიურ ახსნას გთავაზობთ, რომელიც ყველაზე უფრო უჩვეულო რიტუალების გავრცელებულობის მიზეზს ხსნის და არა საერთოდ რელიგიის გაჩენის მიზეზს”. კვლევის ავტორთა თქმით, ამ ჰიპოთეზის შემოწმება სხვა, ნებისმიერი ინფექციით გამოწვეული დაავადებისა თუ სიმპტომების კვლევისგან ძალიან განსხვავებული არ იქნება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ჯერ, ეს პოტენციური მიკროორგანიზმი უნდა აღმოვაჩინოთ. მათი ძებნა დნმ(დნმ – უოთსონი, ქრიქი, უილკინსი, ფრანქლინი; დნმ)-ს წაკითხვის თანამედროვე მეთოდებით უნდა მოხდეს, მიკრობთა მრავალფეროვნების შედარებით ადამიანებს შორის, რომლებიც ასრულებენ ან არ ასრულებენ კონკრეტულ რელიგიურ რიტუალებს. ამჟამად შედარებითი მეტაგენომიკის კვლევის სახელით ცნობილი ეს მეთოდი ფართოდაა გავრცელებული(მეცნიერება და კრეაციონიზმი: მარადიული ბრძოლა; ანალიტიკური აზროვნება რელიგიური რწმენის წინააღმდეგ;დიდი აფეთქება – კამათი გრძელდება25 უცნაური თეორიაჰიპოთეზა გეაზეფარულ სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდიმტკიცებულება ევოლუციაზე მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *