მოკლე და გაუგებარი

 სწრაფი რადიოანთებების(fast radio bursts, FRB) სახელით ცნობილი კოსმოსური სიგნალები, რომელთა ბუნება დღემდე გაურკვეველი რჩება, კიდევ უფრო იდუმალი გახდა, როცა ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს, თუ რა მანძილიდან მოვიდა ისინი. უფრო მეტიც, მეცნიერებმა მოიყვანეს არგუმენტები, რომლებიც ამ სიგნალების ხელოვნურობისკენ მიუთითებს – დედამიწისეული ან უცხო ცივილიზაციის.

 FRB(ერთეული იმპულსები რამდენიმე მილიწამის ხანგრძლივობით) არც თუ ისე დიდი ხნის წინ სრულიად შემთხვევით, 2007 წელს აღმოაჩინეს, რადიო ტელესკოპებით მიღებული არქივების გადათვალიერების დროს. მოგვიანებით, ჩატარებული გამოთვლების მერე დადგინდა, რომ ამ მცირე დროში ხდებოდა ენერგიის გამოფრქვევა, რომელსაც ჩვენი მზე ერთი თვის განმავლობაში ასხივებს.

 კვანტური ორბიტები

 მკვლევარებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, თუ რა მანძილებიდან მოდიოდა ეს მოკლე ანთებები. ამისათვის მათ სტანდარტული მეთოდი გამოყენეს ე.წ. – დისპერსიის მაჩვენებელი, რომელიც სხვადასხვა სიგრძის ტალღების კოსმოსური სივრცის არაერთგვაროვან გარემოში გავრცელების სიჩქარეზე არის დაფუძნებული, როცა დამუხრუჭება იქ გაბნეულ ელექტრონებთან შეჯახებით ხდება.

 მეცნიერები იმ ფაქტმა გააოგნა, რომ, როგორც აღმოჩნდა, მათ მიერ გაზომილი ყველა დისპერსიული მაჩვენებელი რიცხვის – 187,5, ჯერადი აღმოჩნდა. თუ საკუთარ თვალებსა და რადიოტელეკოპებს დაუჯერებენ, ასტროფიზიკოსებს ისე გამოუვიდათ, რომ ყველა ამ უჩვეულო სიგნალის წყარო ერთმანეთის მიმართ ჯერადი მანძილებით არის დაშორებული, როგროც კვანტურ ორბიტებზე მოძრავი ელექტრონები ბორის ატომში.

 შეუძლებელი შესაძლებლობები

 რადიოტალღებს პულსარებიც ასხივებენ, თუმცა არა ასეთი სიმძლავრის და არც დისკრეტული მანძილებით არიან დაშორებული სივრცეში ერთმანეთის მიმართ. ერთადერთი, რაც ზემკვირვი ვარსკვლავების სასარგებლოდ შეიძლება მეტყველებდეს არის ის, რომ მათი ფიზიკა ჩვენთვის უცნობია და ანუ – ყველაფერზე შეიძლება ვიფიქროთ.

 ირმის ნახტომის შიგნით, სიგნალების გაბნევის მაჩვენებლი 32-დან 48-ს ჩათვლით მერყეობს, აქ კი ასეულობითჯერ მეტ მნიშვნელობებზეა საუბარი – 375-დან 1687,5-მდე. შესაძლებელია, სიგნალის გრძელტალღოვანი ნაწილის დამუხრუჭებას ირმის ნახტომში მოქმედი, ჩვენთვის უცნობი ფაქტორები იწვევს.

 ვერც სადაზვერვო თანამგზავრებს დავადანაშაულებთ. სასაცილოა, მაგრამ ე.წ. პერიტონების წყარო ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი აღმოჩნდა. თუ მიკროტალღური ღუმელი გარკვეულ ადგილზე, რადიოტელესკოპთან ახლოს დმებარეობს და მისი კარები გაცხელების დამთავრებამდე გავაღეთ, ის ზუსტად პერიტონის მსგავს ”რადიოძახილს” უშვებს, ეს ძახილი კი რადიოტელესკოპს ”ესმის”. თუმცა, სწრაფი რადიოიმპულსების მსგავსი სიგნალების გამოშვება მიკროტალღურ ღუმელს არ შეუძლია. აქედან და სხვა თავისებურებებიდან გამომდინარე, მეცნიერები თვლიან, რომ სიგნალები არამიწიერი და არაგალაქტიკური წარმოშობისაა.

 სუპერცივილიზაციების სუპერშუქურები

 უკვე სუპერცივილიზაციის საკომუნიკაციო ქსელის აღმოჩენაზეც ალაპარაკდნენ, ან ე.წ. შუქურებზე, რომლებიც მთელ სამყაროშია მიმობნეული და საგალაქტიკათშორისო ნავიგაციას წარმოადგენს(ეუფ 🙂 ). რაღა თქმა უნდა, ეს ე.წ. სუპერშუქურები ზეცივილიზაციამ დააყენა, ჩვენ არც ასეთი სიმძლავრის სიგნალის გამოსიხვება შეგვიძლია და არც გალაქტიკებს შორის სამოგზაური ტრანსპორტი გაგვაჩნია. მთვარეს ვერ გავშორებულვართ.

ნებისმიერ შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ

 ვიღაცეები ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან. შორეულ ვარსკვლავთან არსებულ უცხო ცივილიზაციას სინათლის სხივის 99% სიჩქარით ჩვენთან მოფრენა შეუძლია? როცა კოსმოსური ხომალდი რელატივისტურ სიჩქარეს მიუახლოვდება, რელიქტური გამოსხივების ფოტონებთან დაიწყებს ურთიერთქმედებას. მეცნიერთა აზრით, რელატივისტური ხომალდის მოძრაობა მიკროტალღური ფონური(რელიქტური) გამოსხივების გაბნევის სურათს მოგვცემს. ამ სიხშირული წანაცვლების დანახვა კი ჩვენს ასტრონომიულ მოწყობილობას არ გაუჭირდება. თუ ისეთებიც(ისეთი ოხრები:) არიან, რომლებსაც სინათლეზე მეტი სიჩქარით შეუძლიათ გადაადგილება, მაშინ მათი ვიზიტის შესახებ ვერც ვერაფერს გავიგებთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.