არც თუ ისე ბნელი ბნელი მატერია

 ”ჰაბლისა” და ძალიან დიდი ტელესკოპის საშაულებით(VLT/ESO), დედამიწიდან 1,3 მლრდ. სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკურ გროვაში, ოთხი გალაქტიკის შეჯახებაზე დაკვირვებისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბნელი მატერიის გროვა ჩამორჩა გალაქტიკას, რომელშიც ეს უკანასკნელი იყო ჩაფლული. მეცნიერთა თქმით, ბნელი მატერიის ეს გროვა, გალაქტიკას 5000 სინათლის წლით არის ჩამორჩენილი, მანძილით, რომლის გასავლელად ”ვოიაჯერს” 90 მილიონი წელი დასჭირდებოდა.

 ასეთი ჩამორჩენა აიხსნება შეჯახებებით, რომლებიც მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ ბნელი მატერია, გრავიტაციის გარდა, ძალიან მცირე, თუმცა სხვა ძალებთანაც შედის ურთიერთქმედებაში. კომპიუტერული მოდელირება აჩვენებს, რომ შეჯახებისას გამოვლენილ დამატებით ხახუნს შეეძლო ბნელი მატერიის ისეთი დამუხრუჭება, რომელიც ახლა დაიმზირება.

 მეცნიერთა აზრით, ყველა გალაქტიკა, ბნელი მატერიის გროვებს შიგნითაა თავმოყრილი, ხოლო მას იმის გამო უწოდებენ ბნელს, რომ ჩვეულებრივ მატერიასთან მხოლოდ გრავიტაციული ძალით ურთიერთქმედებს(დანარჩენი სამი ძალებია – ელექტრომაგნიტური, ძლიერი და სუსტი), ანუ უხილავია. ჯერჯერობით არავინ იცის, რა არის ბნელი მატერია, თუმცა ითვლება, რომ სამყაროს მასის 85% სწორედ მასზე მოდის. გამოითქვა ვარაუდი პარალელურ სამყაროსთან ურთიერთქმედების შესახებაც.


გალაქტიკები შეჯახების პროცესში, გროვა abell 3827.

 ადრე ჩატარებულ კვლევებში, გალაქტიკურ გროვათა 72 შეჯახება, 1000 გალაქტიკით თითოეულში, ბნელი მატერიის სხვა თვისბები არ გამოვლენილა, მისი დაფიქსირება ცალკეული გალაქტიკების შეჯახებაზე დაკვირვებით მოხერხდა, რადგან ეს პროცესი უფრო დიდ ხან მიმდინარეობს, ვიდრე მთლიანი გროვების შეჯახება. ამ დროში კი მცირე ხახუნის ძალებიც კი აშკარა ხდება(ბნელი მატერია; ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე(Valter Baade) ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.