მოგზაური შავი ხვრელი

 ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა, რენტგენის დიაპაზონში ყველაზე უფრო ელვარე შავი ხვრელი აღმოაჩინა, რომელმაც თავისი პირვანდელი სამყოფელი დატოვა(nasa.gov).
გალაქტიკა GJ1417+52-ის კიდეზე, რენტგენის გამოსხივების წყარო იქნა აღმოჩენილი – XJ1417+52. ამ ობიექტის გამოსხივების ინტენსიურობა, სხვა ანალოგიური ობიექტების ელვარებას ათჯერ აჭარბებს. როგორც ჩანს, XJ1417+52 შუალედური მასის შავი ხვრელია, რომლის მასაც ასი ათასჯერ აჭარბებს მზისას(მძლავრი მძლავრები).

 მეცნიერთა ვარაუდით, ის ერთ დროს პატარა გალაქტიკის ცენტრის ნაწილი იყო, გალაქტიკისა, რომელიც GJ1417+52-მა მიიერთა. შერწყმის პროცესების მიმდინარეობისას კი გალაქტიკის კიდეზე იქნა გადასროლილი.chandra

 მაღალი ელვარების მიზეზად, მეცნიერები, ხვრელთან ახლოს აღმოჩენილი ვარსკვლავიდან გადმოქაჩული მატერიის შთანთქმის პროცესს თვლიან. სწორედ ამით მოხერხდა ამ გრავიტაციული ობიექტის აღმოჩენა.

 ლინზისმაგავრი გალაქტიკა(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები) GJ1417+52-მდე მანძილი 4,5 მილიარდი სინათლის წელია. XJ1417+52 კვლევა კი ორბიტალური “ჩანდრასა”(NASA) და “XMM-ნიუტონის”(ESA) საშუალებით მიმდინარეობდა(შავი ხვრელების საიდუმლო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.