წინა თვის მთვარის სრული დაბნელებისას, მზის საპირისპირო მიმართულებით, სხვა საინტერესო მოვლენაც დაიმზირებოდა. პირველ რიგში, დედამიწის ჩრდილში შესული გაწითლებული მთვარე. ამ ჩრდილის კონუსის საზღვრებთან, სინათლის გამაბნეველი მტვრის ნაწილაკები ჩანს, რომლებიც მზის გარშემო ბრუნავს(ზოდიაქოს ნათება და ირმის ნახტომი). მათ მიერ წარმოქმნილ გაბნეულ ნათებას, საპირისპირო ნათებას უწოდებენ(?). ჩანს, როგორც ჰირიზონტის თავზე ამოსული სუსტად მანათობელი ზოლი, რომელიც მთვარის იქეთაც ვრცელდება. გამწვანებული ატმოსფეროს ზოლის ფორმის ნაწილი პირადპირ ჰორიზონტს ზემოთ ჩანს, რომელსაც ცაში ასული მოწითალო ფერის ქვიშა ნაწილობრივ ფარავს. სურათის ზემო კიდესთან, ცისფერი წერტილის სახით, სირიუსი ელვარებს. რკალის ფორმის ირმის ნახტომი, ფოტოზე კიდედან კიდემდეა გადაჭიმული. ორი ნათელი ლაქა, ცენტრიდან მარცხნივ, მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულებია. წითელი ემისიური ნისლეულები კი მთელ ზაცეა მიმოფანტული. წინა პლანზე, ნამიბიის ნაციონალური პარკის – ნამიბ-ნაუკლუფთის უდაბური ნაწილი – დედვლეი ჩანს(ლოვჯოი ზამთრის ცაზე).
მთვარის დაბნელება და მანათობელი მტვერი
Posted by