მზიური ცუნამი

 ასეთი დიდი ცუნამი დედამიწაზე არ ჩნდება. 2006 წელს მზეზე გაჩენილი დედამიწის ზომის ლაქამ ცუნამის მაგვარი დარტყმითი ტალღა წარმოქმნა, რომელიც მზეზეც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

 აქ ნაჩვენებია თუ როგორ ვრცელდება აქტიური რეგიონიდან სახელად AR 10930 მზიური ცუნამის ტალღა. გამოსახულება მიღებულია ნიუმექსიკოს შტატში მდებარე მზის საკლვევი ტელესკოპით( OSPAN). წარმოქმნილი დარტყმითი ტალღა, რომელსაც მორეტონის ტალღას უწოდებენ, მზის ფოტოსფეროში კუმშავს და აცხელებს გაზებს, მათ შორის წყალბადს. ეს გაზები ტალღის გავლის მომენტში უფრო კაშკაშად გამოიყურებიან. გამოსახულების მისღებად არჩეული იყო სპექტრის ის ნაწილი, რომელშიც ასხივებს მხოლოდ წყალბადი. მძლავრმა ტალღამ მზის ზედაპირზე რამდენიმე აქტიური ბოჭკოვანი სტრუქტურა გაანადგურა, რომლებიც მოგვიანებით ისევ აღსდგნენ. ეს ტალღა თითქმის მილიონი კილემტრი საათში სიჩქარით ვრცელდება და მზეს გარშემო რამდენიმე წუთში უვლის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *