მზიური ციკლების პროგნოზირების ახალი მეთოდი

 ამერიკელმა მეცნიერებმა მზის აქტიურობაზე თვალთვალისათვის საჭირო ახალი მარკერები მოძებნეს. პატარა, ოღონდ ელვარე ლაქები, მზის შიგა მაგნიტური ველების ევოლუციზე დაკვირვების საშუალებას იძლევიან(nasa).

 მზიური ციკლის განმავლობაში, ლაქებს ეკვატორისკენ გადადგილების ტენდენცია აქვთ. არსებული თეორიის მიხედვით, ორი სიმეტრიული ნაკადი ვარსკვლავის ორივე პოლუსიდან ეკვატორისკენ არის მიმართული, სადაც მზის სიღრმეში იძირებიან, ხოლო შემდეგ ისევ უკან, ზედაპირზე მოძრაობით პოლუსებისკენ მიგრირებენ.

 პროცესი, მაგნიტური ველის დამახასიათებელი ცვლილებებით მიმდინარეობს. უშუალოდ დედამიწიდან დამზერადი მზიური ლაქები, მნათობის ატმოსფეროში ხვეულებიან ნაკადებთან სინქრონულად მოძრაობენ. სწორედ ამ ლაქებზე თვალთვალით მოხერხდა მზიური აქტიურობის ცვლილების დამზერა.

 მნათობის აქტიურობის გასული და ახლა მიმდინარე ციკლის განვითარების შესწავლისას, მეცნიერების ყურადღბა ელვარე ლაქებმა(bright points) მიიპყრეს, რომელთა გადაადგილებებზე დაკვირვებით, მზიური აქტიურობის ციკლების ხანგრძლივობის დროითი ინტერვალების დადგინდა მოხერხდა.

 კვლევის ავტორთა აზრით, ციკლის სშუალო ხანგრძლივობა 19 წელიწადს უტოლდება და 16-დან 21 წლამდე ვარირებს(საუბარია გაორმაგებულ შვაბეს ციკლზე(11 წელი)). მათი პროგნოზებით, მზიური ქტიურობა მინიმუმს 2017 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს, ხოლო მომდევნო ციკლი 2019 წლის ბოლოს დაიწყება. მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი დასკვნები, მზის აქტიურობაზე მომავალი დაკვირვებებით უნდა დამტკიცდეს.

 ”ახლა უკვე მზის ატმოსფეროში არსებულ ელვარე წერტილებზე დაკვირვება შეგვიძლია, რომლებიც ტივტივაზე გამობმულ ღუზებს ჰგვანან და სიღრმეში მიმავალი პროცესების მოწმეები არიან. ისინი, მზის სიღრმეებში მიმდინარე მოვლენების სურათზე გვიქმნიან წარმოდგენას” – ამბობს სქოთ მაქინტოში, კვლევის ერთ-ერთი ავტორი(მზე სუსტდება?!; მზე; “ორსართულიანი” კონვექცია მზეზე; გადატრიალება მზეზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.