მეცნიერები მულტისამყაროს წინააღმდეგ

 გავიხსენოთ, თუ როგორ მოიპოვა პოპულარობა მრავლობითმა სამყარომ და რატომ არ მოსწონთ ის მეცნიერებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს ფილოსოფია უფროა, ვიდრე მეცნიერება. დავიწყოთ ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელიდან, რომელიც სამყაროში არსებული მატერიისა და ძალების ფუნდამენტურ მოდელად ითვლება. ვიცით მასში შემავალი ნაწილაკები(პროტონებისა და ნეიტრონების მსგავსი) და მათთან ურთიერთქმედი ოთხი ძალა.

 სტანდარტული მოდელის ბოლო პრობლემა – ჰიგსის ბოზონი, 2012 წელს დიდ ადრონულ კოლაიდრზე ჩატარებული ექსპერიმენტების მსვლელობისას აღმოაჩინეს. სწორედ ჰიგსის ბოზონებისგან შემდგარი ჰიგსის ველი სძენს ნაწილაკებს მასას, რაც აქამდე მხოლოდ თეორიას წარმოადგენდა(ჰიგსიც ფონურ ნაწილაკად გადაიქცევა).

 მიუხედავად ამისა, ამ აღმოჩენით ყველა პრობლემა არ გადაჭრილა. სტანდარტული მოდელი ყველაფერ დამზერადს კარგად ხსნის, თუმცა მასში დიდი სიცარიელეებიც ბევრია, რომელთა ამოვსების მცდელობისას მეცნიერები მულტისამყაროს იდეას აწყდებიან.

 არსებობენ საკითხები, რომლებზეც სტანდარტულ მოდელს პასუხები არ გააჩნია. 1)როგორ ეწერება გრავიტაცია ამ მოდელში და როგორ გავაერთიანოთ დანარჩენი სამი ფუნდამენტური ურთიერთქმედება ერთ ძალად? 2) რითია წარმოდგენილი ამ მოდელში, სამყაროს შემადგენელი ორი მთავარი კომპონენტი – ბნელი მატერია და ბნელი ენერგია? 3) ჰიგსის ბოზონი კი აღმოვაჩინეთ, მაგრამ მისი მასა არაფრით იყო გამორჩეული. ის ძალიან დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

 არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სტანდარტული მოდელის დიდი ნაწილი დამტკიცებულია. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც სტანდარტულმა მოდელმა იწინასწარმეტყველა, აღმოჩენას დაექვემდებარა. სტანდარტულ მოდელზე უარის თქმა საჭირო არაა: უბრალოდ, იმ ფიზკაში უნდა გავერკვიოთ, რომელსაც ის ვერ ხსნის.

 ჩვენ მოვესწარით დროს, რომელშიც მენციერები სტანდარტული მოდელის საზღვრებს იქეთ შეღწევას ცდილობენ, მათ შორის დიდი ადრონული კოლაიდერის საშუალებითაც. ლამის სინათლის სიჩქარით მოძრავი პროტონების ერთმანეთთან შეჯახებისას, კოლაიდერში მიკრომასშტაბების დიდი აფეთქება ხდება, რომელიც სამყაროს გაჩენისას არსებულ პირობებს იმეორებს. ჩვენ, შეჯახებით გაჩენილი ნამსხვრევების შესწავლა შეგვიძლია, რაიმე ისეთი ნაწილაკების აღმოჩენის იმედით, რომლებიც სტანდარტული მოდელის საზღვრებს გარეთ გაგვიყვანენ და არსებულ შეკითხვებზე პასუხების გაცემაში დაგვეხმარებიან.

 ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კოლაიდერის სამადლობელი არაფერი გვჭირს, რადგან ჰიგსის მერე სხვა ვერაფერი აღმოაჩინა. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან ზემოთ ხსენებული სიცარიელეების შესავსებად სუპერსიმეტრიის იდეის გამოყენებას აპირებდნენ. სუპერსიმეტრია ამტკიცებს, რომ ყველა ცნობილ ნაწილაკს, თავისი მასითა და მუხტით, ჯერჯერობით უხილავი, მეტი მასის მქონე სუპერპარტნიორი უნდა ჰყავდეს.

 სუპერსიმეტრია ბნელი მატერიობის რეალურ კანდიდატს გვთავაზობს(სუპერპარტნიორის ფორმით), მასებს შორის განსხვავებას ხსნის და სამ ფუნდამენტურ ძალას, ერთ დიდ ენერგიად აერთიანებს. სამწუხაროდ, კოლაიდერში ასეთი ნაწილაკები არ გამოჩენილან, თუმცა ჰიგსის მასის ფარგლებში, უკვე უნდა გამოჩენილიყვნენ. სუპერსიმეტრიის არანაირი მტკიცებულება ჩვენ არ გაგვაჩნია.

 აქ კი სცენაზე მრავლობითი სამყაროს თეორია გამოდის. სტანდარტული მოდელის კიდევ ერთი გაფართოება. მან სხვადსხვა ფორმები მიიღო. შესაძლებელია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც მდებარეობს სამყაროში, რომელიც ასევე სხვა სამყაროში მდებარეობს და ასე უსასრულობამდე. ვართ სტატისტიკური ალბათობა იმისა, რომ სამყაროთა ურიცხვ რაოდენობაში ნამდვილად გაჩნდება ჩვენის მსგავსი სამყარო, რომელშიც ნაწილაკები ატომებად, მოლეკულებად, ჰაერად, ვარსკვლავებად, ადამიანებად და ა.შ. გაერთიანდებიან.

 რატომ უნდა შევისწავლოთ სამყარო, რომელშიც აღმოსაჩენი არაფერია? თუ ეს ყველაფერი, უბრალოდ, სტატისტიკური დამთხვევების ნაკრებია. რატომ უნდა ვარკვიოთ, რა ენერგიაზე გერთიანდებიან ძალები? ამასთან ერთად, ზოგიერთი ფიზკოსები იმ აზრზე დგებიან, რომ ეს, სრულიად უაზრო თეორიაა, რადგან ვერც დაამტკიცებ და ვერ უარყოფ. ჰიპოთეზებზე დაყრდნობა ფიზიკოსებს მაინც უწევთ, ისეთებზე, რომელთა შემოწმება შესაძლებელია, სხვა დანარჩენების ფილოსოფიად ჩათვლით.

 ფიზიკოსებს ყველაზე მეტად მრავლობითი სამყაროებისა და სხვა შეუმოწმებადი, სიმების თეორიის მაგავრი, თეორიების დამტკიცების შანსების არ არსებობა აღიზინებთ(სხვა განზომილებების არც დანახვა შეგვიძლია და არც შეგრძნება). თუ მათი შემოწმება არ შეგვიძლია, თეორიებისა და სადილის დროს სასაუბრო თემის(იქნებ არსებობენ…) ჩარჩოებს ისინი ვერასოდეს გაცდებიან(სამყარო კომპიუტერული პროგრამაა?!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.