მეტეორიტული მინა უძველეს ორგანულ ნაერთებს ინახავს

 რა სასწაულმა გადაარჩინა ბიოპოლიმერები ჯოჯოხეთური სიმხურველისგან გაუგებარია (Nature Geoscience.).

 66 მილიონი წლის წინათ ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა 180 კილომეტრიანი კრატერი წარმოქმნა. ატმოსფეროში გატყორცნილმა გამდნარმა ქანებმა დინოზავრები და ზოგიერთი სხვა არსებებიც გაანადგურა. სრულიად შემთხვევით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მსგავსი კატაკლიზმები სიცოცხლის კვლების ბოლომდე განადგურებას არ იწვევენ. გამდნარ ქანებს ორგანული ნაერთების ჩაჭერა და შენახვა შეუძლიათ, გაცივებისას მინის ნატეხებად გადაქცევით.

 როცა მეტეორი დედამიწის ატმოსფეროში შემოდის, ჰაერი მის გარშემო სწრაფად იკუმშება და ცხელდება. ხშირ შემთხვევაში მეტეორის ისტორია ამით მთავრდება, ის მეტეორიტული წვიმის ნაწილად იქცევა, კაშკაშა ნათებით იწვის და დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევს. ზოგჯრე ციურ სხეულს დიდი ზომა გააჩნია, ზედაპირამდე აღწევს და მას თავის ენერგიას გადასცემს.

 ენერგია, მიწისძვრისა და დარტყმითი ტალღის სახით იფანტება, თუმცა ენერგიის ძირითადი ნაწილი სითბოში გადადის. ეს ენერგია ზოგჯერ იმდენია, რომ ქანებს ადნობს და ატმოსფეროს ზედა ფენებამდე აისვრის. რაც გამდნარ ქანებთან კონტაქტში შევა, იდეაში, კვალის გარეშე უნდა დაიწვას. კირენ ჰოვარდიც, ნიუ-იორკის სამოქალაქო უნივერსიტეტიდან, ასე ფიქრობდა.

 მუშაობდა რა დისერტაციაზე, მან ტექტიტები შეისწავლა, რომლებიც ტასმანიაში არსებულ დარვინის კრატერში იპოვნეს. 1,2 კილომეტრიანი კრატერი 800 ათასი წლის წინათ ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა გააჩინა.

 ბუნებრივი მინა, წარმოქმნილი გამდნარი ქანების გაცივებით, ამორფულია, როგორც ეს, მინას შეეფერება: ატომებს მის შიგნით მოუწესრიგებლი, შემთხვევითი განლაგება გააჩნიათ. ჰოვარდი, თუმცა, შესაშური რეგულარობით, ნიმუშში კრისტალებს აწყდებოდა, რასაც თავდიან აპარატურის გაუმართაობასა და ანალიზის მის მიერ არჩეული მეთოდის არასრულფასოვნებას აბრალებდა. ბოლოს, მოთმინება დაკარგულმა ჰოვარდმა, დახმარება უფრო გამოცდილ სპეციალისტს სთხოვა.

 „უცნაურია. ეს თუ მართლა კრისტალებია, მაშინ ისინი არაერთგვაროვანი გაცივებით გაჩნდებოდნენ, მინაში უცხო სხეულების მოხვედრით“ – ამბობს ფიზიკოსი ქრის ჯეისი(დიდი ბრიტანეთი).

 ჯეისმა ანალიზისთვის პროტონული კონის მეთოდი გამოიყენა, რაც მინის შიგნით ჩახედვისა და მისი ელემენტური შემადგენლის დადგენის საშუალებას იძლევა. ნიმუშში ნახშირბადი აღმოჩნდა. „ჰოვარდს წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან იყო ეს ნიმუშები და ძალიან გაუკვირდა, როცა ყველაფერი ავუხსენი“ – იხსენებს ჯეისი.

 ბუნებრივ მინაში არაფერი არ უნდა იყოს, სილიციუმის, ჟანგბადისა და ტიტანის, ასევე ძალიან მცირე რაოდენობით სხვა მეტალების გარდა. ნახშირბადი ორგანულისკენ მიუთითებს. ერთად-ერთი ახსნა, რომელიც მეცნიერებს თავში მოუვიდათ, გატყორცნილი გამდნარი ქანების მიერ ორგანული ნაერთების ჩაჭერით თუ აიხსნებოდა. ეს ორგანული ნაერთები ჰაერში მეტეროტის ჩამოვარდნით ან რაიმე სხვა მიზეზებითაც შეიძლებოდა მოხვედრილიყვნენ.

 მინის გასაჭრელად და ორგანული ნაერთების შესასწავლად ჰოვარდი სხვა სპეციალისტთან გაეშურა. გეოქიმიკოსმა მარკ სეფტონმა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან, ნიმუშებში ცელულოზა, ლიგნინი და სხვა ბიოპოლიმერები აღმოაჩინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეთა ნარჩენებმა 5000 C-ზე მეტ ტემპერატურას გაუძლეს. სწორედ ასეთი ტემპერატურა ექნებოდა გამდნარ ქანებს, სანამ გაცივებას დაიწყებდნენ.

 გამოდის, რომ მინის პატარა ნაკუწები მაშინდელი ატმოსფეროს მცირე პორციებსაც შეიცავენ. იქნებ სხვა ასტეროიდების ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი მინის ფრაგმენტებიც თავისებური დროის კაფსულებია. სეფტონი ამის გარკვევას ცდილობს.

mina marsis kraterebSi

 ახლახანს, გამდნარი ქანებისგან წარმოქმნილი მინა, მარსის ორბიტალურმა მზვერავმაც აღმოაჩინა, წითელი პლანეტის უძველეს კრატერებში, კერძოდ, ჰარგრეივსის კრატერში, დიამეტრით 68 კილომეტრი. ეს რეგიონი ჰიდროთერმული ნაპრალებით არის  სავსე, რაც მის სიცოცხლისათვის თავსებად, ნოტიო წარსულზე მიუთითითებს.

 ჰარგრეივსი განიხილება, როგორც პერსპექტიული ადგილი ახალი მარსმავლის დასაჯდომად 2020 წლისთვის, ასევე, პილოტირებული ხომალდისთვისაც 2030-იანი წლებისთვის(ლიბიური მინა: კომეტის ფრაგმენტი; ასტროჭრილობები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.