მერკურის ტრანზიტი „ცნობისმოყვარეობასგან“

 ამერიკულმა მარსმავალმა, რომელიც დედამიწაზე 1 ტონამდე იწონიდა, პლანეტა მერკურის ტრანზიტი გადაიღო მზის წინ. ეს ძლივს შესამჩნევი ტრანზიტი წითელი პლანეტის ზედაპირიდან 2014 წლის 3 ივნის დაიმზირებოდა.

 ეს პირველი ტრანზიტია, რომელიც სხვა პლანეტიდან იქნა დანახული. გარდა ამისა, მერკურის პირველი გამოსახულებაა, გადაღბული მარსის ზედაპირიდან. იმის გამო, რომ მერკური გამოსახულებაზე პიქსელის მეექვსედს იკავებს, დიდი დაშორების გამო, დაბნელებას მკაფიოდ გამოხატული სახე არ ჰქონდა. მისი ტრაექტორია გამოთვლებით იქნა დადგენილი.

 მარკ ლემონის(კამერა MastCam-ის კვლევითი ჯგუფი) თქმით, პლანეტათა ტრანზიტები ასტრონომებს უმნიშვნელოვანესი გამოთვლებისა და საინტერესო ფაქტების დადგენაში ეხმარება. მაგალითად, ვენერას ტრანზიტზე(ქართველების მიერ გადაღებული ვენერას ტრანზიტი(ვიდეო ნასასგან); როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს) დაკვირვებას მზის სისტემის ზომების დადგენისთვის იყენებენ, ხოლო მერკურის ტრამზიტს – მზის ზუსტი ზომების დასადგენად(მზის ზუსტი ზომა).

 მომდევნო ტრანზიტი, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან შეიძლება დავინახოთ 2016 წლის 9 მაისს მოხდება. სამწუხაროა, რომ ადამიანები ჯერჯერობით მარსზე ვერ გადასხდნენ, რადგან მერკურისა და ვენერას შთამბეჭდავი ტრანზიტები მარსიდან უფრო ხშირად ჩანს, ვიდრე დედამიწიდან. მარსიდან, დედამიწის ტრანზიტის, ანუ მისი მზის წინ გავლის დანახვაც არის შესაძლებელი. მერკურის მომდევნო ტრანზიტი, რომელიც მარსიდან გამოჩნდება, 2015 წლის აპრილში მოხდება, ვენერასი – 2030 წლის აგვისტოში, ხოლო დედამიწის – 2084 ნოემბერში.

One comment

  1. მერკურის ტრანზიტს 2016 წელს იქნება და ველოდები.თუ შევძლებ გადავიღებ აუცილებლად.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.