მარსის ფრაგმენტები დედამიწაზე

 მზის სისტემის პლანეტებს შორის ისეთი მანძილებია, რომ მათ შორის ნივთიერებათა გაცვლა წარმოუდგენლად შეიძლება მოგვეჩვენოს, მათი დიდი ზომისა და მასის გამო. თუ პლანეტაზე მძლავრი ენერგეტიკული კატასტროფა ხდება, ყველაზე ცუდ ვარიანტში, მის ზედაპირზე უზარმაზარი ხვრელი ჩნდება და მთელი პლანეტა ამ ხვრელიდან ამოფრქვეული ფრაგმენტებითა და მტვრით იფარება.

 ზოგჯერ, დარტყმა ისეთი სიძლიერისაა, რომ ფრაგმენტები კოსმოსშიც კი გაიტყორცნება. მზის სისტემის პლანეტათა ბევრი თანამგზავრი სწორედ ასე გაჩნდა, მაგალითად, მთვარე, პლუტონისა და მარსის თანამგზავრები სწორედ ასეთი ფრაგმენტების ერთად თავმოყრით ჩამოყალიბდა. ნამსხვრევების ნაწილი ისევ პლანეტაზე ბრუნდებოდა, ნაწილმა კი სისტემაში დაიწყო მოგზაურობა.

ერთი პლანეტიდან მეორეზე…

 დედამიწაზე 61 000-ზე მეტი სხვადასხვა წარმოშობის არამიწიერი ფრაგმენტია აღმოჩენილი. ვენერას ქანები განსხვავებულია იმათგან, რომლებიც ასტეორიდებზე, კომეტებზე, მარსსა და დედამიწაზე გვხვდება.

 ყველაზე მეტად ერთმანეთს დედამიწისა და მთვარის ქანები ჰგავს, რაც გიგანტური შეჯახების შესახებ თეორიის მართებულობის დამადასტურებელია(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ).

 65 მილიონი წლის წინათ მომხდარი კატასტროფის შესახებ, რომელმაც დინოზავრები და სხვა ბევრი ცოცხალი არსება შეიწირა, ის ფერფლი მოგვითხრობს, რომელსაც მთელ დედამიწაზე პოულობენ. ის 10-ჯერ მეტ ირიდიუმს შეიცავს, ვიდრე დედამიწის ქანები, ხოლო ასტეროიდებისთვის ამ ნივთიერების სიჭარბე ბუნებრივია (ექსპედიცია ჩიკსულუბის სიღრმეში).

 მეტეორიტთა უმრავლესობა კლდოვანია და სილიციუმის პატარა მომრგვალო ჩანართებს შეიცავს. მათ ხონდრიტებს უწოდებენ, ნაპოვნ მეტეორიტთა 86% სწორედ მათზე მოდის. კლდოვანია 8%-იც, ოღონდ გამდნარი სილიციუმის ჩანართების გარეშე – ახონდრიტები. 6% რკინის მეტეორიტებია – ლითონისა და ქვის ნაზავი. ეს ყველა მეტეორიტს ეხება, მაგრამ რაიმე ერთნაირობა და ტიპიურობა მაინც არ არსებობს, მათ შორის, უჩვეულო მეტეორიტებიც გვხვდება. ცალკე დგას სამი განსხვავებული ტიპი: შეგროტიტები, ნახლიტები, შასინიტები (ხონდრიტები და ახონდრიტები).

 1976 წელს, მარსის ზედაპირზე დამჯდარმა ”ვიკინგმა” (”ვიკინგები” მარსზე: 5 ფაქტი ლეგენდარული მისიის შესახებ), ამ პლანეტის ატმოსფეროსა და ზედაპირის შემადგენლის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. ბოლოს ხსენებულ სამ ტიპთან ისეთი მსგავსება აღმოჩნდა, რომ მეცნიერები, მათ მარსულ წარმოშობაზე დაფიქრდნენ. სანდო მტკიცებულება კი 1983 წელს გამოჩნდა, შუშაში, რომელიც ერთ-ერთი ასეთი შერგოტიტის ვარდნისას გაჩნდა. მასში ჩარჩენილი გაზები შეესაბამებოდა იმათ, რომელიც ”ვიკინგმა” წითელ პლანეტაზე აღმოაჩინა (მარსული ნახშირბადი ვულკანური წარმოშობისაა).

 2018 წლისთვის, 207 მარსული მეტეორიტია ცნობილი. რადიომეტრიული დათარიღების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მარსიდან აქ მოხვედრილი მეტეორიტები არც ისე დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბდა: მხოლოდ სამი მათაგნია 1,4 მლრდ. წელზე მეტი ასაკის. უმრავლესობა კი ასეულობით მილიონი წლის წინათ წარმოიქმნა.

 გარდა ამისა, შეგვიძლია გავიგოთ რა დროის განმავლობაში გრძელდებოდა მათი მოგზაურობა, კოსმოსურ სხივებთან კონტაქტის მიხედვით – 730 000-დან 20 მლნ. წლამდე. გეოლოგიური თვალსაზრისით, ამ ქანების ფორმირება არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მოხდა, ხოლო დედამიწაზე მოხვედრის მომენტში აქ უკვე ძუძუმწოვრები დომინირებდნენ.

 ნაპოვნ მეტეორიტთა 0,3%-ს მარსული წარმოშობა აქვს. იქნებ, სიცოცხლის ჩასახვა მარსზე დაიწყო და მერე მოხვდა აქ, ან მზის სისტემის სხვა პლანეტებიდან (მარსიდან ვართ?!). ადამიანი სხვა პლანეტაზე ჯერჯერობით ვერ მოხვდა, ხოლო ბუნებრივი პროცესების ხარჯზე, პირიქით, ისინი ”გვინახულებენ” ხოლმე აქ. მარსის ფრაგმენტებს ყველგან პოულობენ. თუ მოვინდომებთ, იქნებ დედამიწის ნაკუწებიც ვნახოთ იმ პლანეტებზე, რომელთა მონახულება მომავალში გველის (ილონ მასკი, სფეის იქსი და მემკვიდრეობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.