როგორ დავამუშაოთ მთვარის გამოსახულება

 ამ სტატიაში მოგიყვებით თუ როგორ უნდა გადავიღოთ და დავამუშაოთ მთვარის გამოსახულება. ეს ინსტრუქცია მარტივი სახელმძღვანელოა და შექმნილია ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით.

 პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თავზე დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლემდე ჰაერის მასაა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმივით სულ მოძრაობაშია. ამიტომაც, როცა ვუღებთ მთვარეს სურათს სხვადასხვა კადრში ხან მკაფიოა გამოსახულება ხან არა.  იმისათვის რომ მივიღოთ იდეალური გამოსახულება საჭიროა გვქონდეს კადრების ერთობლიობა, რომლის შეერთებით მივიღებთ სასურველ შედეგს. მაგალითისთვის ქვემოთ მოცემულია ორი კადრი: პირველი ის რაც გადავიღე და მეორე ის რაც დამუშავების შემდეგ მივიღე.

 პირველი ეტაპი (გადაღება)

 გადასაღებად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტელეფონი, ფოტოკამერა ან ასტრო კამერა.
ჩემი არჩევანი სარკიან ფოტოკამერაზე შეჩერდა. თუმცა სხვა ხელსაწყოებისათვისაც ინსტრუქცია მსგავსია.

 თუ თქვენ კამერას აქვს ვიდეოს გადაღების ფუნქცია, მაშინ პირდაპირ ვიღებთ მოკლე ვიდეოს.  თუ კამერას არ აქვს ვიდეო ფუნქცია, მაშინ სასურველია გადაიღოთ მთვარის ფოტოების სერია პატარა ინტერვალით. ვიდეოს ან ფოტო კადრების სერიის გადაღება სასურველია გავაგრძელოთ იქამდე სანამ მთვარე ხედვის არეში, ისე რომ ის არ აღმოჩნდეს მოჭრილი და მთლიანად ეტეოდეს კადრში. იმის მერე, რაც გადავიღებთ პირველად მასალას უნდა შევუდგეთ მის დამუშავებას.

მეორე ეტაპი (დამუშავება)

დამუშავებისათვის დაგვჭირდება შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფა:

 ყველა პროგრამა უფასოა და ძალზედ მარტივია აღსაქმელად.

 PIPP  – პირველ რიგში ვხსნით PIPP -ს და გადაგვაქვს მასში ჩვენი ვიდეო ან ფოტოების სერია. (ჩემს შემთხვევაში ფოტების სერიაა)

 თუ ჩემსავით გაქვთ ფოტოები და არა ვიდეო, მაშინ მონიშნეთ “Join Mode” თუ გაქვთ ვიდეო – მონიშნეთ “Batch Mode”. ასევე მიუთითეთ, რომ ეს არის მთვარის დისკი “Solar/Lunar Full Disc”. ამის მერე პროგრამა ავტომატურად ამოიცნობს ციურ სხეულს.

 გადავდივართ ტაბზე “Processing Options

 აქ გვაქვს ბევრი საკონფიგურაციო ელემენტი, მაგრამ ჩვენ  მხოლოდ ორს შევეხებით:

  1. პირველ რიგში “Monochrome Conversion” -ში თუ მოვნიშნეთ “Convert Colour To Monochrome” გამოსახულება გახდება შავ-თეთრი, რაც მთვარისთვის სასარგებლოა. უფრო მეტი დეტალის ნახვა იქნება შესაძლებელი. ამიტომ გირჩევთ რომ ეს ფუნქცია მონიშნული დარჩეს.  
  2. Enable Cropping” მისი – დახმარებით სურათი მოიჭრება სასურველ ზომაზე, რაც შემდგომი დამუშავებისათვის სასარგებლოა.

 ვაჭერთ ღილაკს  “Test Options”და გვერდით ფანჯარაში დავინახავთ გამოსახულებას, რომელსაც  დამუშავების შემდეგ მივიღებთ.

 გადავდივართ ტაბზე “Output Option

 და ვირჩევთ “Output Format”-ში “AVI”-ის

 “Do Processing” ტაბზე ვაჭერთ  ღილაკს “Start Processing

ამის შემდეგ ჩვენს საქაღალდეში, საიდანაც ავირჩიეთ ვიდეო ან ფოტოების სერია, გაჩნდება ახალი საქაღალდე და შიგნით იქნება ვიდეო. აქ გამოსახულება უკვე შავ-თეთრია და ცენტრირებულია. ზუსტად ამისთვის გვჭირდებოდა ეს პროგრამა.

 Autostakkert  – ამ პროგრამის დახმარებით შევძლებთ დავახარისხოთ კადრები ხარისხის მიხედვით და უფრო ხარისხიანი კადრები გავაერთიანოთ ერთ სურათში. ამისათვის მივყვეთ ინსტრქუციას.  ჯერ ამოვირჩიოთ წინა ეტაპზე PIPP-ით მიღებული  ვიდეო

 და დავაჭიროთ ღილაკს “Analyse”.

 ანალიზის დასრულების შემდეგ  პროგრამა დაალაგებს კადრებს ხარისხის მიხედვით. ცენტრალურ  ნაწილში გექნებათ გრაფიკი სადაც, ჩანს როგორ გადანაწილდა კადრები ხარისხის მიხედვით.

 ჩემი რჩევა იქნება მიღებული საუკეთესო კადრების 30%-50% პროცენტი აიღოთ და გააერთიანოთ ერთ სურათში. ამისათვის შეიყვანეთ მონიშნულ ველში რამდენი პროცენტიც გსურთ. ასევე აირჩიეთ “Normalize Stack” და მიუთითეთ 75%. ეს ყველა მნიშვნელობა პირადი გამოცდილების საფუძველეზე შევარჩიე.

 სანამ დავასრულებთ Autostakkert -ით მუშაობას უნდა მოვნიშნოთ სურათზე წერტილები, რის მიხედვითაც მოხდება სურათის გაერთიანება.  ამისათვის მეორე ფანჯარაში “AP Size”  ვირჩევთ წერტილის ზომას და ვაჭერთ ღილაკს  “Place AP grid”.  “AP Size” ისე უნდა შეირჩეს, რომ წერტილები თანამბრად გადანაწილდნენ სურათზე, როგორც  ქვედა სურათზეა ნაჩვენები. სცადეთ რამოდენიმე “AP Size” და ოპტიმალურის შერჩევის შემდეგ კვლავ დააჭირეთ ღილაკს   “Place AP grid”.

 ამის მერე ვაჭერთ ღილაკს “3) Stack

 ჩვენ მივირებთ ახალ საქაღალდეს, სადაც იქნება ერთი სურათი.

 ალბათ შეამჩნევდით, რომ სურათს, მაინც აკლია სიმკვეთრე.

 ამის გამოსასწორებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ბოლო პროგრამა Registax 6.

 Registax 6 – ბოლო ეტაპი მოგვიახლოვდა. სულ მალე შევძლებთ მივიღოთ საბოლოო სურათი, გავაზიაროთ და ვიტრაბახოთ 🙂 ვხსნით პროგრამას Registax 6 და ვირჩევთ Autostakkert -ის საშუალებით მიღებულ სურათს.

ზემოთ ვირჩევთ ორი ფუნქციას.  “Show Full Image” და “Show Processing Area” . პირველი დიდ სურათს ისე დააპატარავებს, რომ ერთიანად დავინახოთ სრული გამოსახულება, მეორის ამორჩევისას  გაჩნდება პატარა ოთხკუდხედი და სურათზე მანიპულაციისას მის არეალში ვნახავთ თუ რა შედეგი გვექნება საბოლოოდ.

 გვერდით მდებარეობს “Layer”-ბი. თითოეული უმატებს სხვადასხვა დონის სიმკვეთრეს. გირჩევთ არ  გამოიყენოთ პირველი და ბოლო, რადგან მათი გამოყენებისას სურათზე ბევრი ანომალია იჩენს თავს და სურათი არ იქნება რეალისტური. თქვენი მიზანია ისეთი კომბინაცია შეარჩიოთ, რომ სურათი გახდეს მკვეთრი, მაგრამ რეალისტური.  როცა შეარჩევთ შესაბამის კომბინაციას, დააჭირეთ ღილაკს “Do All” და იხილავთ საბოლოო შედეგს.

 ამის მერე დააჭირეთ ღილაკს “Save Image” და შეინახეთ მიღებული ფოტო ან გააზიარეთ სოციალურ ქსელში  🙂

 როგორც ხედავთ, ჩვენ დავიწყეთ დაბალი ხარისხის მასალით და საბოლოოდ, მეტ-ნაკლებად მკაფიო და ლამაზი გამოსახულება მივიღეთ, რომლის სხვებისთვისაც გაზირება არ შეგვრცხვება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.