ლოვჯოის კუდი

 პლანეტა დედამიწის ცაზე, ლოვჯოის კომეტა ჩრდილოეთით მიემართება. მისი მომწვანო კომა და ცისფერი იონური კუდი, კუროს თანავარსკვლავედის ფონზე, 13 იანვარს არის გადაღებული. შედარებისთვის, მარცხენა მაღალ კუთხეში სავსე მთავრის დისკოს ზომაა წარმოდგენილი. ლოვჯოის კომა სავსე მთვარეზე ოდნავ პატარაა(და გაცილებით მკრთალი), ხოლო კუდის სიგრძე 4 გრადუსს აჭარბებს. თუ დედამიწიდან კომეტამდე მანძილი 75 მილიონი კილომეტრია, მაშინ კუდის სიგრძე 5 მილიონ კილომეტრზე მეტი გამოდის. მზიური ქარის ზემოქმედებით წაგრძელებული, გაიშვიათებული იონური კუდი, რთული სტრუქტურით, მზის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ის ზრდას აგრძელებს, რადგან ლოვჯოის კომეტა პერიჰელიუმს უახლოვდება – მზესთან მაქსიმალური მიახლოების წერტილს, რაც 30 იანვარს უნდა მოხდეს. ორატომიანი ნახშირბადის მოლეკულა(C2) მზის შუქში ფლუორესცირებს და კომას მწვანე ელფერს აძლევს, ხოლო უფრო სუსტი მოცისფრო კუდი, იონიზირებული ნახშირჟანგის(CO+) გამოსიხვებით არის შეფერადებული(ლოვჯოის კომეტა; კომეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.