ცერესთან ახლოს

 რა საიდუმლოებებს მალავს ასტეროიდული სარტყელის ყველაზე დიდი ასტეროიდი? ამის გასარკვევად, NASA-მ ერთ კილომეტრიანი ცერესისკენ ავტომატური კოსმოსური აპარატი – „განთიადი“ გაუშვა. მზის გარშემო, მარსსა და იუპიტერს შორის მოძრავი ასტეროიდი, ჯუჯა პლანეტების კლასს მიეკუთვნება და ახლოდან ჯერ არასოდეს გადაუღიათ. წარმოდგენილი ანიმაცია 20 ფოტოსგან არის გაკეთებული. ასეთი ხარისხის ფოტოსურათებიც კი უკეთესია იმათზე, რომლებიც კოსმოსური ობსერვატორიის – „ჰაბლი“, საშუალებით იქნა გადაღებული. დეტალებით, რომლებიც ზედაპირის ამ ფოტოებზე გაირჩვა, უკვე შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ასტეროიდის ბრუნვის პერიოდი 9 საათს უტოლდება. აპარატი თავისი სიჩქარის კორექტირებასა და ამ შეუსწავლელი კოსმოსური სხეულის ახლო ორბიტაზე გასვლას შეეცდება. გადმოცემული მონაცემები და ფოტოსურათბი არა მარტო ამ ობიექტის ბუნებასა და ისტორიას მოჰფენს ნათელს, არამედ მზის სისტემის წარსულსაც(ცერესი;“განთიადი“; მზის სისტემა).

145 000 კილომეტრიდან.

3-4 მაისი.

httpv://youtu.be/rOHaVO2560g
8 ივნისს გამოქვეყნებული ვიდეო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.