კრიზისების ზღვა

 11 მარტს, 06 სთ. 53 წთ-ზე, მთვარის მაქსიმალური აღმოსავლეთ ლიბრაციაა(მთვარის პერიოდული რხევები), კრიზისების ზღვის მაქსიმალური გახსნა. დანარჩენი ”ზღვებისგან” იზოლირებული კრიზისების ზღვის დანახვა ბინოკლითაც არის შესაძლებელი. სინოტივის ზღვის მსგავსად, ასტეროიდების დარტყმებით ნაკლებად დაზარალებული ზღვის გაცივებული ლავის სქელი ზედაპირი, მხოლოდ რამდენიმე კრატერით არის შელამაზებული. მათ შორის ყველაზე ძველი, ნაპირთან ფორმირებული იერქსი და ლიქია, რომელთა კონცენტრული წრეები, ზღვის ტალღათა ქიმებს მოგვაგონებს. კრიზისების წყალსატევი, შემომფარგლავი მთების გამოა უნიკალური. აპენინები რომ წვიმების ზღვასთან ახლოს იყოს, ხოლო მის ფსკერზე მეტი სისქის ლავის ფენა იდოს, მსგავს სანახაობას მივიღებიდთ. კრიზისებიდან სამხრეთით, მთვარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრატერი მდებარეობს, რომელიც შეუმჩნეველი რჩება ხოლმე. კლეომედე(დიამეტრი 126 კმ, სიღრმე 4,3 კმ.), თვალთახედვის მიღმა რჩება, რადგან მასზე არსებული წარმონაქმნების დანახვა ძნელია. სტეფან სეიფის მიერ გადაღებულ ფოტოზე, მკაფიოდ ჩანს ღარი და ალბათ გუმბათი(ისრით ჩანართში). უკეთესი თვალსაჩინოებისთვის მან, კლეომედეს გამოსახულებას(Lunar Orbiter IV) კონტრასტი მოუმატა და გადიდებული სახით ჩასვა კუთხეში(სხვა კრატერები; 10 საინტერესო ფაქტი მთვარეზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *