კოსმოსური არქეოლოგია

 უკვე 60 წელია, რაც ჩვენ შევძელით აგვეხდინა ჩვენი წინაპრების მიუწვდომელი ოცნება. პირველად, ადამიანის მიერ შექმნლი ობიექტი კოსმოსში მოხვდა.  კაცობრიობის ისტორიის გადასახედიდან, 60 წელი ზღვაში წვეთია, თუმცა ამ პატარა პერიოდმა შექმნა ახალი ეპოქა და ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 1957 წლიდან მოყოლებული ბევრი საოცარი აპარატი გავაგზავნეთ კოსმოსში, არა მარტო დედამიწის ორბიტაზე არამედ სხვა ციურ სხეულებზეც.

 ცოტა ხნის წინ მეგობარმა მკითხა:
– როგორ გგონია, სხვა პლანეტებზე ვიპოვით უცხოპლანეტელების კვალს? მეც არ დავიბენი და ვუპასუხე:
– ასეთი კვალი უკვე ნაპოვნია მარსზე, ვენერაზე, ტიტანზე უკვე მდებარეობს სხვა უცხოპლანეტელების მიერ შექმნილი ობიექტები..
– ​ვისი? შემეკითხა მეგობარმა.
– ჩვენი, ვუპასუხე მე. ჩვენ ხომ მაგ პლანეტებისათვის უცხო პლანეტიდან ვართ 🙂 და ეს მართალია.

 ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ თუ როგორ იბადება ახალი ჯერ შეიძლება ვინმესთვის სასაცილო მაგრამ სახალისო მიმართულება “კოსმოსური არქეოლოგია”. რომლის მთავარი მიზანია ვიპოვოთ ჩვენს მიერ დატოვებული და ზოგი უკვე დაკარგული ხელოვნური ობიექტები,

 დღეს შევეხებით ერთერთ საინტერესო ობიექტს Mars-3 ეს პირველი ადამიანის მიერ შექმნილი აპარატია რომელიც რბილად დაეშვა მარსის ზედაპირზე და 14 წამი გამავლობაში გადმოსცემდა სიგნალს დედამიწაზე. თუმცა შემდეგ ის გაჩუმდა და რატომ დღემდე ამოუცნობია.

 აპარატი დაკარგული იყო და ბევრი ენთუზიასტი ცდილობდა ეპოვნა ის. ეს რეალური გახდა, როცა მარსის ორბიტაზე 2006 წელს დაიწყო მოძრაობა ახალმა თანამგზავრმა “მარსის ორბიტული მკვლევარი”-მა. მის კამერას “High Resolution Imaging Science Experiment (HiRISE)” გააჩნია გარჩევადობა 25სმ ერთ პიქსელზე რაც საკმარისი იყო Mars-3 -ის მოსაძებნად თუმცა ეს მაინც არ იყო მარტივი საქმე. მაგალითისათვის ქვემოთ სურათზე ნაჩვენებია HiRise კამერის შესაძლებლობები.

 ზოგი იტყვის “ეს რა არის? Google map -ზე უკეთესი ხარისხით შემიძლია ვნახო სურათები“. მე შეგეწინააღმდეგებოდით, ჯერ ერთი ნუ გავიწყდებათ რომ ჩვენ ახლა ვუყურებთ პლანეტას რომლიც 60 მილიონი კილომეტრითაა ჩვენგან დაშორებული. მეორეც გადაღება ხდება 280 კილომეტრის სიმაღლიდან და ბოლოს არც Google map არის იდეალური, მაქსიმალური გარჩევადომა თანამგზავრული სურათებზე არის 50სმ პიქსელზე, უფრო მეტი გარჩევადობის მისაღწევად Google იღებს სურათებს აეროსტატებიდან ან თვითმფრინავიდან. ასე რომ თუ შევაჯამებთ ზემოთ ნათქვამს გამოდის რომ მარსზე და მთვარეზე ჩვენ უფრო მეტი გარჩევადობა გვაქვს თანამგზავრებიდან.

 დიდ გარჩევადობა ძალიან კარგია, მაგრამ აქ არის ერთი მინუსი, სურათი გამოდის ძალზე დიდი, ხოლო სექტორი, სადაც სავარაუდოდ MARS-3 დაჯდა საკმაოდ დიდია.

 მარტო ერთ ადამიანს მისი პოვნა გაურთულდება. საჭირო იყო გამოჩენილიყო ის პირველი “კოსმოსური არქეოლოგი”, რომელიც ითავებდა ამ ყველაფრის ორგანიზებას და ეს ადამიანიც გამოჩნდა. ვიტალი იეგოროვი – კოსმონავტიკის პოპულიზატორი და მისი დიდი მოყვარული. ამ ახალგაზრდა ყმაწვილმა  აიღო ეს დიდი სექტორი დაშალა ნაწილ-ნაწილ და შეეცადა შეექმნა ინტერნეტით თანამოაზრეთა ჯგუფი, რათა ერთად მოეძებნათ დაკარგული აპარატი. მან დაუგზავნა ჯგუფის წევრებს დაჭრილი სურათები.

 ჯგუფის წევრებმა ბევრი საინტერესო ობიექტი იპოვეს, მაგრამ მათი ცალსახად იდენტიფიკაცია როგორც MARS-3 ვერ მოხერხდა.  ბოლოს და ბოლოს ყველაფრის დასრულება ვიტალის მოუხდა. მან გაანალიზა ყველა ფოტო ცალ-ცალკე და საბოლოოდ წააწყდა ორ საინტერესო ობიექტს. ჩვენმა “არქეოლოგმა” გამოაქვეყნა ფოტოები და დაურთო არგუმენტები რატომ გონია რომ ეს მართლაც MARS-3 ია ან რაში არაა დარწმუნებული. პირველ ფოტოზე ჩანს თვითონ “MARS-3”

დადებითი არგუმენტები:

  • უჩვეულო “ჯვრის”  ფორმა, რომელიც პრაქტიკულად არ მეორდება ამ რეგიონში,
  • სიახლოვე სავარაუდო “სამუხრუჭე სისტემასთან”,
  • სიახლოვე სავარაუდო პარაშუტთან.

უარყოფითი არგუმენტები:

  • ცუდი გარჩევადობა, არ ჩანს დიდი რაოდენობით დეტალი,
  • ჩრდილის გამო ერთ-ერთი მხარის გარჩევა შეუძლებელია,
  • ზომა ოდნავ დიდი აქვს რეალურთან შედარებით, თუმცა ეს შეიძლება რთულ გარჩევადობას დავაბრალოთ.

 მეორე ფოტოზე ჩანს “სამუხრუჭე სისტემა”, და ფოლადის გვარლი

დადებითი არგუმენტები:

  • უჩვეულო ფორმა, რომლის მსგავსი არ იძებნება ამ რეგიონში,
  • დასაშვებ მოდულთან სიახლოვე დაახლოებით 25-30 მეტრი.

უარყოფითი არგუმენტები:

  • მსგავსი ფორმის ობიექტი იძებნება სხვა სურათზე თუმცა იქ ისინი უფრო მოკლეები არიან,
  • გვარლი რომელზეც იყო დამაგრებული ძრავი იყო დრეკადი და არაა სავალდებულო რომ დაშვების მერე ასეთი სწორე ფორმა მიეღო.

სურათიდან ჩანდა რომ სამუხრუჭე სისტემა სრულად უნდა ყოფილიყო 4,8 მეტრი.

 იმისათვის რომ დარწმუნებულიყო ჩვენი “კოსმოსური არქეოლოგი” საჭირო იყო ოფიციალური დოკუმენტაცია და ამისთვის ადამიანი რომელსაც ხელი მიუწვდება მასთან. ასეთი ორი ადამიანი აღმოჩნდა არნოლ სალივანოვი მეცნიერი და ინჟინერი, რომელიც მონაწილეობდა MARS 3-ის შექმნაში და ვლადიმერ მოლოდცოვი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა დოკუმენტაციაზე.  დოკუმენტებიდან გაირკვა რომ სამუხრუჭე სისტემის ზომა იდეალურად დაემთხვა და 4,8 მეტრი აღმოჩნდა…

 ამის მერე თამაშში ჩაერთო NASA. არნოლ სალივანოვის დახმარებით, რომელსაც ჰქონდა კონტაქტები NASA-ში, მოხდა ოფიციალური წერილის გაგზავნა. წერილის ავტორები სთხოვდნენ NASA-ს რომ ახლიდან გადაეღოთ ეს რეგიონი. NASA-სგან პასუხი მალევე მოვიდა, ისინი წერდნენ, რომ შეეცდებოდნენ მათი თხოვნა დაეკმაყოფილებინათ, თუმცა არ იცოდნენ რა დრო დასჭირდებოდათ.

 11 აპრილს ერთი დღით ადრე კოსმონავტიკის დღემდე NASA -ამ გამოაქვეყნა ოფიციალური პრეს რელიზში , სადაც უკვე იყო ახალი ფოტოები ამ რეგიონიდან. იმის გამო რომ გარჩევადობა არ იყო მაინც საკმარისი, NASA-ამ  სკეპტიციზმი მაინც შეინარჩუნებს. ოფიციალურ დასკვნაში ეწერა: “დეტალების განლაგება უჩვეულოდ ემთხვევა MARS 3-ის მოსალოდნელ განლაგებას, თუმცა რჩება მაინც ალტერნატიული ახსნის ალბათობაც ”

 ასეა თუ ისე, მაინც დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი, რომლიც პირველად რბილად დაეშვა მარსზე, ნაპოვნია. ის დგას ცივ უდაბნოში და ალბათ გველოდება.

 ტექნიკა იქამდე განვითარდა, რომ სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია სხვა ციური სხეულების ზედაპირი შევისწავლოთ და შევქნათ ახალი მიმართულება – “კოსმოსური არქეოლოგია”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.