კოსმოსური ალუბალი რამდენიმე წლით ადრე აყვავილდა

 იაპონიაში 6 წლით ადრე აყვავილდა საკურა, ტოტიდან გამოყვანილი ნერგიდან, რომელმაც რამდენიმე თვე კოსმოსში გაატარა(japantimes).

 იაპონური ალუბლის ოთხწლიანი ნერგი აღმოცენდა ტოტიდან, რომელიც 8 თვის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჰქონდათ დატოვებული, ამასობაში მან 4,1 ათასჯერ შემოუარა დედამწიას.

 ამის მერე, საკურა გიფუს პრეფექტურაში არსებული ბუდისტური მონასტერის ეზოში დაგრეს. აპრილისთვის ხემ 4 მეტრის სიმაღლეს მიაღწია და მოულოდნელად აყვავილდა. ჩვეულებრივ ეს პროცესი 10 წლის მერე ხდება.

 ”ამ ხედან აღებულ ტოტებს ნერგები არასოდეს მოუციათ. გვიხარია, რადგან ხის ასაკი დაახლოებით 1250 წელია” – ამბობს მონასტერის ერთ-ერთი ბერი(მცენარემ 1500 წლიანი გაყინვა გადაიტანა; ”ბიონის” დაბრუნება; მეტეორიტული მინა უძველეს ორგანულ ნაერთებს ინახავს; ცოცხალი ორგანიზმები ღია კოსმოსში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.