კომეტა C/2024 G3 (ATLAS) ურუგვაის თავზე

 მზიდან შორს მდებარე კომეტის ზომა, მისი ყინულოვანი ბირთვის დიამეტრზეა დამოკიდებული, რაც ჩვეულებრივ, რამდენიმე კილომეტრს უტოლდება ხოლმე. მნათობთან მიახლოებასთან ერთად, კომეტის გარსი დნობას იწყებს, მისი ზედაპირიდან მტვრის ნაწილაკები და გაზი ამოიტყორცნება, უჩნდება თხელი კუდი, რომლის სიგრძე დედამიწასა და მზეს შორის მანძილსაც (150 მლნ.კმ.) შეიძლება აჭარბებდეს (ჰოლმსის კომეტის გიგანტური კომა). ამ ფოტოზე წარმოდგენილი კომეტა C/2024 G3 (ATLAS)-ის კუდის ხილული ზომა, სავსე მთვარის ხილულ ზომაზე რამდენიმეჯერ მეტია (კუთხური ზომა). ციფრული კამერით გადაღებულ ფოტოზე, ის გაცილებით დიდად გამოიყურება, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ჩანდა. ეს შთამბეჭდავი სურათი, ურუგვაიდან არის გადაღებული, დაახლოებით ერთი კვირის წინ. კომეტა C/2024 G3 (ATLAS), სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზე, მზის ჩასვლის წინ ჩანდა, ახლა კი მზეს შორდება, სულ უფრო მკრთალდება და თვალთახედვიდან ქრება (კომეტა C/2024 G3 (ATLAS); კომეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.