კარტოფილი მთვარეზე

 ჩინური მთვარის ზონდი “ჩანე-4”, მთვარის ბნელ მხარეზე დაეშვა. მთვარის ქალღმერთის სახელის მქონე აპარატის ბორტზე, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, 3 კილოგრამიანი ალუმინის კონტეინერიც დევს, რომელშიც კარტოფილი, არაბიდოპსისის მარცვლები და აბრეშუმის ჭიის კვერცხებია მოთავსებული. ჰაერთან, წყალთან და სპეციალურ საკვებთან ერთად, ეს კონტეინერი პატარა ეკოსისტემას წარმოადგენს. კარტოფილი და არაბიდოპსისი გამოყოფენ ჟანგბადს, ხოლო აბრეშუმის ჭიის მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგს – შთანთქავენ.

 “ჩანე-4”-ის ჩაკეტილი ეკოსისტემა: სიცოცხლე კონტეინერში

 მიუხედავად იმისა, რომ NASA-მ და სხვა კოსმოსურმა სააგენტოებმა სხვადასხვა ტიპის მცენარეების მოყვანისა და ცხოველების(”ბიონის” დაბრუნება) გამრავლების ექსპერიმენტები უკვე ჩაატარეს, ეს ყველაფერი დაბალ, დედამიწასთან ახლო ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე(სკს) ხდებოდა, სადაც გრავიტაცია მხოლოდ 10%-ით მცირეა, ვიდრე ზედაპირთან. მთვარის გრავიტაცია კი დედამიწისეულის მხოლოდ 17 პროცენტია, რაც ორგანიზმების ნორმალურ განვითარებას აფერხებს. “ჩანე-4”-ის იზოლირებული ალუმინის ბიოსფერო საკუთარი ენერგიის წყაროთი არის აღჭურვილი, რომელიც განათებასა და ტემპერატურას აკონტროლებს, აი გრავიტაციას კი ვერაფერს მოუხერხებს. ექსპერიმენტმა უნდა გვიჩვენოს, რამდენად პრობლემურია ასეთი უჩვეულო გარემო მომავლის მთვარის ფერმერებისთვის(”ერთი დიდი ფურცელი კაცობრიობისთვის”: კოსმოსში მოყვანილი სალათი).

 ისეც აშკარაა, რომ პროდუქტის მოყვანა მთვარეზე ძალიან რთული იქნება. სკს-ზე ცხოვრება გვიჩვენებს, რომ მიკროგრავიტაციის პირობებში წყალი პატარა ბურთულების სახით იკრიბება; მცენარეებზე მისხმული წყალი, უბრალოდ, მათ ღეროს ან იმ ჭურჭელს ეკრობა, რომელშიც მცენარეა ამოსული. 2014 წელს ცნობილი გახდა, რომ ადამიანებს ჩვეული გრავიტაციის 15% მაინც ჭირდებათ, რომ გაიგონ სად არის ზემოთ და სად ქვემოთ, ამიტომ ძნელი სათქმელია, შეძლებენ თუ არა მცენარეები და ჭიები ნორმალურ ზრდას, დედამიწისეულის 17%-იან გრავიტაციაში.

 “უკვე ვიცით, რომ მცენარეები, არაბიდოპსისისა და კარტოფილის ჩათვლით, ასევე აბრეშუმის ჭია, საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს მიკროგრავიტაციულ პირობებში და მთვარეზე მოთავსებული მართვადი კლიმატის მქონე ბიოსფერო თავის ამოცანას გაუმკლავდება, ხოლო თვით ექსპერიმენტი წარმოუდგენლად საინტერესოა, რადგან ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია” – ამბობს ასტრობიოლოგი ანა-ლიზა პოლი(ანტარქტიდაზე ნიადაგისა და დღის შუქის გარეშე მოყვანილი ბოსტნეული – კიდევ ერთი ნაბიჯი მარსის სადგურისაკენ მიმავალ გზაზე; ბოსტნეული მარსის კოლონიზატორებისთვის; სიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.