”ერთი დიდი ფურცელი კაცობრიობისთვის”: კოსმოსში მოყვანილი სალათი

 საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 44-ე ექსპედიციის წევრები პირველი ადამიანები არიან, ვინც კოსმოსის მიკროგრავიტაციის პირობებში მოყვანილი სალათი მიირთვა. სკს-ზე არსებულ მინიატურულ სათბურში(”ვეგეტარიანელი”) 8 ივლისს დათესილი სალათი, ზუსტად 33 დღის მერე, 10 აგვისტოს მოკრიფეს.

 ”გვაქვს მტკიცებულებები იმისა, რომ ახალი ბისტნეული და მწვანილი, მაგალითად, პომიდორი და სალათი, ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი. ასტრონავტების რაციონში შესული ახალი ბოსტნეული პოზიტიურ განწყობაზე დააყენებს მათ და რადიაციისაგან დამატებით დაცვას უზრუნველყოფს” – ამბობს პროგრამის წამყვანი მეცნიერი რეი უილერი.

 ”დედამიწიდან რაც უფრო შორს გაფრინდებიან ადამიანები, მით უფრო მეტი მცენარეების მოყვანა მოუწევთ საკვებად მათ, ასევე ჰაერის გასაწმენდად და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ვთვლი, რომ ”კოსმოსური ბოსტანი” ყველა ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი იქნება” – ამბობს სასარგებლო ტვირთების სპეციალისტი გიოიჰია მასა.

 ექსპერიმენტი ჯერ არ დასრულებულა, იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის(მშიერი მარსელები; რაზე ფიქრობენ ასტრონავტები?; მარსზე ცხოვრებამ შეიძლება ჭკუიდან გადაგვიყვანოს?; უჟანგბადოდ მცენარეებთან ერთად).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=D_723qwjULM

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.