”კანადა” მერკურიზე

 ამერიკელმა და ბრიტანელმა გეოფიზიკოსებმა, მერკურის მთლიანი ზედაპირისგან განსხვავებული თვისებების მქონე, კანადის ზომის წარმონაქმნის გაჩენის მიზეზი ახსნეს(New Scientist).

 უჩვეულო ტერიტორია, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, დიდი ხნის წინათ, 400 კილომეტრის სიღრმეზე ესტანტიტური ხონდრიტების გაცხელებით(სფერული ფორმის ჩანართების მქონე, ძირითადად, სილიციუმის, ქვის მეტეორიტები), მანტიისა და პლანეტის ბირთვის საზღვარზე წარმოიქმნა. მანტია და დაქუცმაცებული ხონდრიტები პლანეტის ზედაპირზე ამოედინებოდა და ცივდებოდა, რასაც ახლა ”მესენჯერის” მიერ დამზერილი ლანდშაფთის ფორმირება მოჰყვა.

mesenjer 0
”მესენჯერი”(NASA).

 ესტანტიტური ხონდრიტები, გოგირდის მაღალი კონცენტრაციის(1-4%) მქონე მეტეორიტების კლასს წარმოადგენს. დედამიწაზე ვარდნილ ციურ სხეულთა 2% ამ მეტეორიტებზე მოდის.

 მეცნიერებმა ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც ”კანადის” მსგავსი წარმონაქმნის იმიტაციას ახდენდა. ამისათვის გეოფიზიკისებმა ესტანტიტური ხონდრიტის სინჯი წნევანმდე შეკუმშეს, რომელიც დედამიწის ატმოსფერულ წნევას 50-ჯერ აღემატება.

 ”კანადა”, მერკურის ზედაპირის 15%-ს იკავებს(10 მლნ. კმ2). ის 4,2 მილიარდი წლის წინათ წარმოიქმნა. ”მესენჯერის” მიერ 2015 წელს რენტგენის სპექტრომეტრის საშუალებით აღმოჩენილ, კრატერებით დაღარულ ტერიტორიას შედარებით ახალგაზრდა(3,8 მლრდ.წ.) ლანდშაფტი შემოფარგლავს.

 მერკური, მზის სისტემის ყველაზე უფრო მსუბუქი და პატარა პლანეტაა. საშუალო სიმკვირვე დედამიწის მსგავსი აქვს. წელიწადი იქ 88 დღე გრძელდება. დანარჩენი პლანეტებისგან რკინის დიდი ბირთვით გამოირჩევა, მასზე ამ ციური სხეულის რადიუსის 85% მოდის. შედარებისთვის, დედამიწის ბირთვზე მისი დიამეტრის მხოლოდ ნახევარი მოდის(ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ).

 ”მესენჯერი” 2004 წლის 3 აგვისტოს, რაკეტამატარებლით – Delta II, კანავერალის კონცხზე არსებული კოსმოდრომიდან გაუშვეს. მერკურის ორბიტას მან 2011 წლის 18 მარტს მოაღწია. მთლიანობაში 7,9 მილიარდი კილომეტრი იფრინა, ხოლო არსებობა 2015 წლის აპრილში შეწყვიტა(მერკურის მაგნიტური ველი 4 მილიარდი წლისაა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.