ვაკუუმურ კამერაში, მარსული წარმოშობის ექვსი ვულკანური ქანის მექანიკური შეკუმშვით გამოდევნილ გაზებს შორის, მეთანის მნიშვნელოვანი რაოდენობა აღმოჩნდა.
მეტეორიტთა ყველა ნიმუშში უფრო მეტი მეთანი იყო, ვიდრე ნახშირმჟავა გაზი, ხოლო ერთ-ერთ მათგანში მეთანის რაოდენობამ ნახშირორჟანგის რაოდენობას 23-ჯერ გადააჭარბა. შედარებისთვის, ანალოგიური ცდა სხვა მეტეორიტებზეც ჩატარდა, რომელთა შემადგენელში მეთანის რაოდენობა 7 – 10-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა. მეცნიერთა თქმით, მარსული მეთანის აღმოჩენა იმას არ ნიშნავს, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს. მეტეორიტებში ნანახი მეთანი, გეოლოგიური პროცესებითაც თავისუფლად შეიძლება გაჩნდეს.
2004 წელს მარსის ატმოსფეროში ამ გაზის კვალი ევროპის კოსმოსური სააგენტოს აპარატმა – ”მარს ექსპრესი”, აღმოაჩინა, ხოლო 2014 წელს ამერიკულმა მარსმავალმა – ”ცნობისმოყვარეობა”, მეთანის კონცენტრაციის უეცარი მატება დააფიქსირა(სიცოცხლის კვალი მარსზე?). 2019 წლისთვის, ევროპა და რუსეთი, რაკეტამატარებლის საშუალებით – ”პროტონ-М”, მარსმავალ ExoMars(სად დაჯდება “პასტერი”?)-ს გააგზავნიან მარსისკენ, რომელიც პლანეტის გრუნტს 2 მეტრის სიღრმემდე გაბურღავს, რითაც ზედაპირისქვეშა მეთანის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა მოხერხდება.