მზე – პლანეტების ქურდი

 ოთხი მილიარდი წლის წინათ, მზემ მასთან ახლოს მოძრავ ვარსკვლავს მინი-პლანეტები მოპარა, მაგალითად, კოიპერის სარტყელში მდებარე პლანეტოიდი სედნა(New Scientist).

 სედნამ და მისმა რამდენიმე მეზობელმა, აღმოჩენის დღიდანვე, რაც 2003 წელს მოხდა, მეცნიერები საგონებელში ჩააგდო. მათ იმდენად უჩვეულო ორბიტები აქვთ, რომ მზის სიტემის ვერცერთი ობიექტის ზეგავლენა ვერ გადაიყვანდა მათ ასეთ მდგომარეობაში. ასტრონომები ვარაუდობდნენ, რომ ამის გაკეთება მზის სისტემის ახლოს მოძრავ ვარსკვლავს შეეძლო.

 ლუსი ჟილკოვამ და მისმა კოლეგებმა ლეიდენის ობსერვატორიიდან(ჰოლანდია) დაადგინეს, რომ უცხო ვარსკვლავი არა სიმშვიდის დამარღვეველი იყო, არამედ პირიქით – მსხვერპლი: სანამ მზეს მოუახლოვდებოდა, სედნა და კიდევ ათამდე პლანეტოიდი მისი სისტემის კუთვნილება იყო.

 მეცნიერებმა სუპერკომპიუტერის საშუალებით 10 ათასამდე სცენარის მოდელირება მოახდინეს, ვარსკვლავის მასის, სიჩქარისა და მოახლოების მანძილის ისეთი მნიშვნელობებით, რომლებზეც ყინულოვანი ჯუჯა პლანეტები, სედნასეულ ორბიტაზე იქნებოდა გადასროლილი.

 ასეთი ვარსკვლავი 80%-ით მასიური უნდა ყოფილიყო მზეზე და მინიმუმ 34 მილიარდ კილომეტრზე უნდა გაევლო მასთან. როგროც ჩანს, ეს შეხვედრა მაშინ მოხდა, როცა მზე ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ახალი ვარსკვლავური გროვას ნაწილს წარმოადგენდა. უცხო ვარსკვლავმა, თავის მხრივ, მზის ყინულოვანი ობიეტქბი მიიზიდა კოიპერიდა, ზოგიერთები კი ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაისროლა(მზის სისტემამდე რა იყო აქ?).

 ამერიკელი ასტრონომები, რომლებმაც პირველებმა წამოაყენეს მოსაზრება სედნას უცხო წარმომავლობაზე, ჟილკოვას გამოთვლებს ემხრობიან. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამ ჯგუფის ობიექტების მოძრაობებში, უჩვეულო ორბიტებთან ერთად, მზის სისტემის კიდეზე მოძრავი, უცნობი პლანეტის ზეგავლენაც დაიმზირება. ჟილკოვას სცენარში, ასეთი პლანეტა ვერანაირად ვერ ეწერაბა.

 ამ ჰიპოთეზის დამტკიცება, კოიპერის სარტყელის ობიექტებისა და სედნას ქიმიური შემადგენელის შედარებით არის შესაძლებელი. პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მზის სიტემის ეს ნაწილი უნდა მოინახულეს, 9 წლიანი მოგაზურობის მერე, ჯერ ახლა უახლოვდება პლუტონს(”ახალი ჰორიზონტების” სხვა სამიზნეები; ჯუჯა პლანეტები70 ათასი წლის წინ, მზის სისტემას ორმაგი ვარსკვლავი მოუახლოვდა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.