ირმის ნახტომის ბლუზი

 ა.შ.შ-ს მასაჩუსეთსის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარკ ჰაიერმა(Mark Heyer), ირმის ნახტომის გაზის ღრუბლების მოძრაობის შესახებ ბოლო 20 წლის განმავლობაში დაგროვებული მონაცემები, მუსიკად გადააკეთა(techtimes).

 2 წთ. და 29 წმ. ხანგრძლივობის კომპოზიცია სპეციალური პროგრამით შეიქმნა, რომელიც მათემატიკურ ალგორითმებს იყენებს. თითოეული ტიპის გაზის ღრუბლისთვის, ინსტრუმენტთა განსხვავბეული ჯგუფი შეარჩიეს. იონიზირებული გაზის მოძრაობა – საქსოფონი, ატომურის – აკუსტიკური ბასი, მოლეკულურის – ფორტეპიანო და დასარტყამი ინსტრუმენტები.

 ჰაიერი ”ირმის ნახტომის ბლუზს” რამდენიმე თვე ქმნიდა – ”ასტრონომიაც მიყვარს და მუსიკაც, ეს კი მათი გაერთიანების თავშესაქცევი ფორმაა”.

 ირმის ნახტომში 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია. შორეული მომავლისთვის, დაახლოებით 4 მილიარდი წლის მერე, ის, მაგელნის დიდსა და პატარა ღრუბლებს(მეზობელი ჯუჯა გალაქტიკები) მიიერთებს, ხოლო 5 მილიარდი წლის მერე – ანდრომედას შეუერთდება(ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.