ინფრაწითელი იუპიტერი და მისი რგოლი “ჯეიმს ვებისგან”

 იუპიტერსაც აქვს რგოლები? გიგანტის მთავარი რგოლი, “ვოიაჯერ 1“-მა 1979 წელს აღმოაჩინა, რომლის წარმოშობა გაურკვეველი რჩებოდა. თუმცა, ნასას ავტომატური კოსმოსური ხომალდიდან – “გალიელო“, რომელიც იუპიტერს 1995-2003 წლებში იკვლევდა, გადმოცემული მონაცემებით დადგინდა, რომ  ეს გროლი პლანეტასთან ახლოს მოძრავ პატარა თანამგზავრებზე მეტეოროიდების შეჯახებებით გაჩნდა. მაგალითად, როცა პატარა მეტეოროიდი პაწაწინა მეტისს ეჯახება, იუპიტერის ორბიტაზე ტალახი და მტვერი გაიფრქვევა. ინფრაწითელ დიაპაზონში (რა არის ელექტრომაგნიტური ველი?) გადაღებული იუპიტერის გამოსახულებაზე, რომელიც “ჯეიმს ვებმა” გადაიღო, არა მარტო იუპიტერი და მისი ღრუბლები ჩანს, არამედ ხსენებული რგოლიც. ვხედავთ დიდ წითელ ლაქასაც — შედარებით ნათელი ფერით მარჯვნივ, დიდი თანამგზავრი ევროპა — დიფრაქციული სხივების ცენტრშია მარცხნივ, და ევროპას ჩრდილი — დიდ წითელ ლაქასთან ახლოს. გამოსახულებაზე წარმოდგენილი ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი, მაგალითად, თითქოსდა განცალკევებული ღრუბლების ფენა იუპიტერის მარჯვენა კიდესთან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.