თქვენი სმარტფონი ყველაზე დიდი ტელესკოპის ნაწილი გახდება…

 თქვენს სმარტფონს ერთი გიგანტური ტელესკოპის ნაწილად თუ აქცევთ, მეცნიერებას კოსმოსური სხივების კვლევაში დაეხმარებით.

 რა არის კოსმოსური სხივები? მარტივად რომ ვთქვათ, მაღალი ენერგიების ნაწილაკთა ნაკადები, რომლებიც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ეჯახებიან და ე.წ. ”ატმოსფერულ წვიმებს” წარმოქმნიან. რა სიხშირით ხდება ეს მოვლენა? მენციერთა თქმით, ყოველ წამში, ადამიანის თავის ზომის ფართობზე ერთი მიუონი(მიუონები არასტაბილური ლეპტონები არიან, სამაგიეროდ რელატივისტური სიჩქარეებით(სინათლის მახლობელი) მოძრაობენ, რის გამოც(დროის შენელების ეფექტის გამო) ხანმოკლე სიცოცხლის(2,2 მიკროწამი) განმავლობაში დედამიწის ზედაპირამდე მოღწევას ახერხებენ. არა მარტო ატმოსფეროს თხელ ფენებს, არამედ მრავალმეტრიან კლდის ქანებსაც ადვილად განჭოლავენ) მაინც გადის. ანუ, სანამ თქვენ ამ პოსტს კითხულობთ, თქვენს თავში ერთი მიუონი მაინც გაივლიდა(რეკორდსმენი სხივები).

sahaero burti viqtro hesis 1911 w. ამ ”წვიმების” კვლევის სირთულე იმაშია, რომ არარეგულარობის გამო მათი აღმოჩენა ძნელია. საუკუნეა, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ საიდან მოდიან ეს სხივები. წინა საუკუნის დასაწყისში თეოდორ ვოლფმა რაციონალური თეორია წარმოადგინა, რომელიც მოგვიანებით კოსმოსური სხივების არსებობის მტკიცებულბის მთავარ შემადგენლად იქცა. მენციერმა დემონსტრირება მოახდინა ფაქტისა, რომ ეიფელის კოშკის წვერთან რადიაციის დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე დედამიწის ზედაპირთან. რამდენიმე წლის მერე ვოლფის თეორია ფიზიკოსმა ვიქტორ ჰესმა, კიდევ უფრო მეტ სიმაღლეზე, საჰაერო ბურთის გამოყენებით ასვლით დაამტკიცა.

 კოსმოსური სხივები არსებობენ, თუმცა მათზე დაკვირვებისთვის საჭირო მეთოდები არასაკმარისად ეფექტურია. სწორედ ამიტომ, კალიფორნიის უნივერსიტეტის მენციერებმა პროგრამა CRAYFIS(კოსმოსური სხივების აღმოჩენა სმარტფონებით) შეიმუშავეს. მენციერებს ამით ერთი მილიონი სმარტფონისგან შემდგარი გიგანტური, ფაქტიურად დედამიწის ზომის, დეტექტორის შექმნა სურთ.

 როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი? თქვენი სმარტფონის კამერის შიგნით(არა აქვს მნიშვნელობა samsung Galaxy-ა თუ iPhone) სილიციუმის ნახევრგამტარული პიქსელებია – პატარა წერტილები, რომლებიც ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნიან სინათლეს. ამ ნახევარგამტარებს კოსმოსური გამოსხივების ”დანახვაც” შეუძლიათ. პროგრამა, თავის მხრივ, კამერის მოწყობილობისა და ნაწილაკების ურთიერთშეხებას აღრიცხავს, მათ დონეს, ”ატმოსფერული წვიმის” ადგილსა და დროს.

 პროგრამა ავტომატურ რეჟიმში იმუშავებს, სრულიად შეუმჩნევლად და მაშინ ჩაირთვება, როცა სმარტფონი დენზეა მიერთებული. ნაწილაკის დაფიქსირების მერე, Wi-Fi-ს საშუალებით, შესაბამისი ინფორმაცია კალიფორნიის უნივერსიტეტის სერვერს მიეწოდება. პრივატულობა? იკითხავთ თქვენ. საქმე იმაშია, რომ პროგრამას შეუძლია გაარჩიოს ჩვეულებრივი ფოტოა ეს თუ გამოსხივება, ამიტომ არანაირი ფოტოსურათი, თქვენი შიშველი ნატურით, სერვერზე ვერ მოხვდება 🙂 . პროგრამის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება პირადი ინფორმაციის დაცვას ექცეოდა.

 კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: თუ თქვენი სმარტფონი ”ატმოსფერული წვიმის” შესახებ ინფორმაციას გადასცემს, ჩატარებულ კვლევებში თქვენც ერთ-ერთ ავტორად იქნებით მითითებული(მთვარე გიგანტურ დეტექტორად; კოსმოსური სხივებისა და ექსტრემალურად მაღალი ენერგიების ნეიტრინოების ერთი წყარო; ბერტისა და ერნის კოლეგა ნეიტრინოები; ვარსკვლავური ამაჩქარებელი: ზეახლების ძალა; ტელესკოპი H.E.S.S. II; ისევ კოსმოსური სხივები; კოსმოსური სხივების წყარო; CERN-ში კოსმოსური სხივების კლიმატზე ზემოქმედების ფაქტი დაამტკიცეს).

2 comments

  1. რეგისტრირების მერე ფოსტაზე გამოგიგზავნიან…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.