თანამგზავრთა ჩრდილები იუპიტერზე

 „ჰაბლის“ მიერ 24 იანვარს გადაღებულ ფოტოზე, მზის სისტემის მთავარი გაზის გიგანტი და გალილეისეული ოთხი თანამგზავრიდან სამი – ევროპა, კალისტო და იოა გამოსახული. ისინი იუპიტერის ზოლიან ფონზე მიცურავენ, რითაც იშვიათ სანახაობას, პლანეტის სამმაგ გადაფარვას წარმოქნიან. თანამგზავრებს ფერებითაც კი განასხვავებთ: ყინულოვანი ევროპა თითქმის თეთრია, ძველი, კრატერებით დაფარული კალისტოს ზედაპირი მოყავისფროდ გამოიყურება, ხოლო ვულკანურად აქტიური იო კი ყვითლად. გალილეისეული თანამგზავრების დიამეტრი 3000-დან 5000-მდე კილომეტრს შეადგენს(საინტერესო ფაქტები იუპიტერსა და მის თანამოძმეებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.