ზოდიაქოს ნათება მარცხნივ ჩანს. ეს საკმაოდ საინტერესო ფენომენი სუსტ სინათლეს წარმოადგენს, რომელიც მზის ჩასვლის ან ამოსვლის წინ დაიმზირება, ასტრონომიული ბინდის დაწყების წინ, ან უშუალოდ მის დამთავრებამდე. ხელოვნური განათებით დაბინძურების გამო, ძალიან ძნელი შესამჩნევია დასახლებული ადგილებიდან (კაცობრიობის ერთი მესამედისთვის უხილავი ირმის ნახტომი).
ზოდიაქოს ნათება და ნათება ცაზე, მზის მდებარეობის საპირისპირო მხარეს, ეკლიპტიკურ სიბტყეზე (მზისა და დედამიწის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) არსებული მტვრის ნაწილაკებისგან შემდგარი ლინზისმაგვარი ფორმის ღრუბელზე, მზის სინათლის გაბნევით წარმოიქმნება. ამ მოვლენის პირველი მეცნიერული განმარტება 1683 წელს, ჯოვანი კასინის მიერ იქნა (საპლანეტათშორისო ავტომატური სადგური ”კასინი”) წარმოდგენილი. მას მერე, კასინის ჰიპოთეზამ არა ერთი დეტალიზება განიცადა და ახლაც საზოგადოდ მიღებულ თეორიად რჩება.
მხოლოდ წელიწადის გარკვეულ დროს ჩანს ორი ზოლი გვერდიგვერდ, როგორც ამ ფოტოში. ეს სურათი, რომელზეც ასევე აღბეჭდილია ანდრომედას გალაქტიკა და მეტეორი, გადაღებულია იანვრის ბოლოს, გაყინულ ტბაზე კანგდინგში, ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში (როგორ გადავიღოთ ირმის ნახტომი).
ზოდიაქოს ნათების მოვლენის მსგავსია ე.წ. პირისპირნათებაც (“გეგენშაინ”), რომელსაც გერმანელი მკვლევარი, ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტი სწავლობდა, როცა 1799-1803 წლებში, სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდა, სახელიც მანვე უწოდა.
ამ ნათებების გამომწვევი მტვრის წარმოშობა გაურკვეველია, რადგან იგი ან რობერტსონ-პოინტინგის ეფექტით უნდა დამუხრუჭებულიყო მზეზე ვარდნით, ან მზისვე სინათლის წნევას განედევნა სისტემის კიდეებისკენ. რა შეიძლება ანახლებდეს მტვრის ღრუბელს? ნაწილაკების წყაროდ, ასტეროიდებისა და კომეტების (იუპიტერთან ტრაექტორიით) დაქუცმაცება შეიძლება ჩაითვალოს, კომეტების მიერ მტვრის გამოტანა ოორტის ღრუბლიდან (მოკლედ მზის სისტემის შესახებ), ან მზის გვრიგვინის მტვროვანი შემადგენელი. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, პირისპირნათება შეიძლება აიხსნას დედამიწის გაზის კუდით, რომელიც პლანეტის ატმოსფეროდან მზის გამოსხივებით გაფანტული გაზებით ჩნდება. კუდი, რა თქმა უნდა, მზის საპირისპიროდაა მიმართული, ამით კი ცაზე მისი მდებარეობა შეიძლება იახსნას (ზოდიაქოს ნათების პანორამა).