წანაცვლებული ზეახლის ნარჩენი Е0102-72.3

 რატომ არ არის ეს ნეიტრონული ვარსკვლავი ცენტრში? მარტოხელა ნეიტრონული ვარსკვლავი – ცისფერი წერტილია ამ წითელი ნისლეულის ქვედა მარცხენა ნაწილში. ცისფრად ნაჩვენებია რენტგენის გამოსხივება, რომელიც ”ჩანდრამ”(NASA) დაინახა, ხოლო წითლითა და მწვანე ფერით ოპტიკური გამოსხივება, რომელიც ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ESO) ყველაზე დიდი ტელესკოპითა(VLT) და ორბიტული ”ჰაბლით” გადაიღეს. ნეიტრონული ვარსკვლავის წანაცვლებული მდებარეობა სრული მოულოდნელობაა, რადგან ეს ზემკვრივი ვარსკვლავი – ვარსკვლავის ბირთვია, რომელიც ზეახლად აფეთქდა და ნისლეულის გარე ფენები წარმოქმნა. სავარაუდოდ, ნეიტრონული ვარსკვლავი Е0102-72.3, აფეთქების დროს დაიძრა ნისლეულის ცენტრიდან, მაგრამ, კიდევ უფრო უჩვეულოა, რომ ის პატარა წითელი რგოლის ცენტრშია. სხვა ვერსიის მიხედვით, ნისლეულის ფორმირება სხვა სცენარით მიდიოდა, ალბათ, სხვა ვარსკვლავის მონაწილეობით. პრობლემის გადასაჭრელად შემდგომი დაკვირვებებია საჭირო(კიდევ ერთი „ზარბაზნის ბირთვი“).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.