”ვოიაჯერები” ვარსკვლავთწარმოქმნას აკვირდებიან

გალაქტიკაში ვარსკვლავთწარმოქმნის შესწავლისას უმთავრესია პროცესის კვლევა წყალბადის ღრუბლების გამოსხივების 121,6 ნანომეტრიან ტალღაზე – ე.წ. ლაიმან-ალფას სპექტრული ზოლი. ასეთი ტალღა, წყალბადში ელექტრონის მეორე დონიდან პირველზე გადასვლისას გამსოხივდება. ჩვენი გალაქტიკის წყალბადის ღრუბლების ამგვარი გამსოხივებით შესწავლის ძირითადი შემაფერხებელი მზეა.

ამჟამად  ”ვოიაჯერ-1” და  ”ვოიაჯერ-2” დედამიწას 118,9 და 96,9 ასტრონომული ერთეულით არიან დაშორებულნი შესაბამისად. ამით ისინი ჩვენი მნათობის ზეგავლენის ფარგლებს არიან გაშორებულნი და უკეთ შეუძლიათ ჩვენი გალაქტიკის წყალბადის ღრუბლების კვლევა. მეცნიერები თვლიან, რომ შეგროვილ მონაცემებს შეუძლიათ ვარსკვლავების ფორმირების შესახებ არსებული თეორიების კორეტქირება, სრულყოფა.

2001 წლის ნოემბერში ჟურნალ Nature-ში გამოჩნდა სტატია, რომლის ავტორთა მტკიცებით, გალაქტიკური მაგნიტური ველი ზეგავლენას ახდენს ვარსკვლავების ფორმირებაზე. აქამდე ითვლებოდა, რომ გლობალური ველი არ იყო დაკავშირებული ლოკალურთან და მხოლოდ ეს უკანასკნელი ახდენდა ვარსკვლავთწარმომქნელ პროცესებზე ზემოქმედებას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.