ელექტრული დენი სატურნსა და ენცელადს შორის

 გაზის გიგანტი სატურნი და მისი ერთ-ერთი თანამგზავრი ენცელადი, დაკავშირებულნი არიან ელექტრონების ნაკადებით, რომლებიც ამ ციური სხეულების ორივე მხარეს მოძრაობენ. ასეთი დასკვნები წარმოადგინეს მეცნიერებმა ჟურნალ Nature-ში. მეცნიერებმა გააანალიზეს ფოტოები, რომლებიც ”კასინიმ” გადაიღო. თანამგზავრის აპარატურამ პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე უცნაური ნათება დააფიქსირა, თუმცა ეს არ იყო პოლარული ციალი. მეცნიერთა გათვლებით, ზუსტად ამ რეგიონში სატურნი, თავის ზომით მეექვსე თანამგზავრის ენცელადის მხრიდან მფრინავი ელექტრონების ნაკადშია მოყოლილი. ელექტრონების წყარო ენცელადის გაყინული გეიზერებია. ყინულის ნამსხვრევები ხვდებიან თანამგზავრის ატმოსფეროს ზედა ფენებში და იონიზირდებიან, მზის რადიაციის ზემოქმედებით. გამოსხივება ყინულის შემადგენელი ნივთიერებიდან აგდებს ელექტრონებს(იონიზაცია). ენცელადის ორბიტა სატურნის მაგნიტოსფეროში გადის, მაგნიტოსფერო კი ”ამოვარდნილი” ელექტრონებისგან ელექტრულ დენს წარმოქმნის.

(ზედა ილუსტრაციაზე)მწვანე ფერი გვიჩვენებს სატურნის მაგნიტური ველის ძალწირებს, რომლებიც მას ენცელადთნ აკავშირებენ. ჩანს ენცელადის ქვედა ნაწილიდან გამოტყორცნილი ნაწილაკებიც. ჭრილში ნაჩვენებია – ელქტრონული კონის განივკვეთი, რომელიც ”კასინიმ” დააფიქსირა. ელექტრონების ნაკადის მდებარეობა (წითლად) გვიჩვენებს, რომ ნაწილაკები მიედინებიან ლოკალური მაგნიტური ველის პარალელურად(Geraint Jones, UCL).

 ადრე, ასტრონომები ასეთ პროცესებს იუპიტერსა და მის თანამგზავრ იოს შორისაც ამჩნევდნენ. ახალი დაკვირვებები იმაზე მიუითებს, რომ მოვლენა კოსმოსში ფართოდაა გავრცელებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.