ეკლებიანი ყვავილი მზეზე

 საიდან გაჩნდა მზეზე ეს ყვავილი? თუ ჩვენს მნათობს სპეციალური წითელი ფილტრით გადავიღებთ, რომელშიც მხოლოდ წყალბადის ნათება ჩანს, როგროც ამ ფოტოზე, მზიური ქრომოსფეროს ზოგიერთი რეგიონები შეიძლება ვარდს დაემსგავსონ. შეცვლილი ფერებით წარმოდგენილი ეს გამოსახულება 2014 წელს გაკეთდა, მასზე რეგიონი ნომრით 2177 არის აღბეჭდილი. ფურცლები, რომლებსაც მთელი სურათი დაუკავებიათ, სინამდვილეში ცხელი პლაზმის მილაკებია, წარმოქმნილი ძლიერი მაგნიტური ველის მიერ, მათ ბოჭკოებს უწოდებენ. რეგიონის ცენტრალურ ნაწილში ეს ბოჭკოები ვერტიკალურ მდგომარეობაში არიან, გვერდებზე კი მათი გამრუდებული სტრუქტურა ჩანს. თუ დაკვირვების დროს ბოჭკოები მზის დისკოს კიდეზე არიან, მაშინ მათ სპიკულებს უწოდებენ. აქტიურმა რეგიონმა 2177, რამდენიმე დღე იარსება, სანამ რთული და მშფოთვარე მაგნიტური ველი, რომელიც მზის მთელ ზედაპირს განჭოლავს, დაშლიდა მას, რაიმე ახლის შესაქმნელად(ბოროტი ჩიტი და გრძელფეხება ჩიტი; აქტიური მზემზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *