დედამიწა – იშვიათი გამონაკლისი…

400 წელზე მეტი ხნის წინ, აღორძინების ეპოქის მეცნიერმა, ნიკოლა კოპერნიკმა, ჩვენი ქედმაღლობა ნულზე გაყო, რითაც ყველას აჩვენა, რომ ჩვენი პლანეტა, მზის სისტემის ცენტრი სულაც არ არის (Astrophysical Journal). ყოველი მომდევო მეცნიერული რევოლუცია, ყოველი შემდგომი პოზიცია სამყაროში, რომელიც ასე ძვირფასი იყო ადამიანებისთვის, სულ უფრო უმნიშვნელო ხდებოდა და გამყინავი სიმართლის წინაშე გვაყენებდა: ჩვენ, კოსმოლოგიური თვალსაზრისით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა ლაქა ვართ, ყველაზე უფრო პატარა, პატარა, ცისფერ პლანეტაზე. ეგზოპლანეტების აღწერა გვიჩვენებს, ჯერჯერობით, რომ დამზერადი სამყაროს დედამიწის ტიპის 700 მილიონი ტრილიონი პლანეტიდან, დედამიწა, ყველასგან განსხვავებულია. ამ პლანეტათა საშუალო წლოვანება დედამიწისეულზე გაცილებით მცირეა და მათმა ადგილმდებარეობამ, ირმის ნახტომისგან განსხვავებულ გალაქტიკებში, კოპერნიკისეული პრინციპი თვადაყირა შეიძლება დააყენოს (კოპერნიკის პრინციპი). 

 ასტრონომმა ერიკ ზაქრისონმა და მისმა კოლეგებმა (უფსალას უნივერსიტეტი, შვედეთი), კოსმოსური ნაკრები შექმნეს დედამიწის ტიპის ეგზოპლანეტებისა, რომლებიც დამზერად სამყაროში შეიძლება არსებობდეს, ასტრონომების მიერ ამ დრომდე აღმოჩენილი კლდოვანი პლანეტების ბაზაზე (ეგზოპლანეტები). კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით, ასტრონომებმა ჯერ მინი-სამყარო შექმნეს, პირველი გალაქტიკების ფორმირების მოდელის გათვალისწინებით (გალაქტიკა J0921+4509 – ადრეული სამყაროს იმიტაცია). შემდეგ, ფიზიკის კანონები დაამატეს, რომლებიც გალაქტიკების ზრდას, ვარსკვლავების ევოლუციისა და პლანეტების ფორმირებას აღწერს. ბოლოს კი კოსმოსის ისტორიის 13,8 მილიარდი წელი სწრაფად ჩაატარეს.

 კვლევის თანაავტორი ენდრიუ ბენსონი (კარნეგის ობსერვატორია, კალიფორნია) – ”აშკარაა, რომ ასეთი ტიპის გამოთვლებში განუსაზღვრელობათა დიდი რაოდენობაა. ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით”.

 ეგზოპლანეტებზე საუკეთესო მონადირე იყო კოსმოსური ტელსკოპი – ”კეპლერი”, მაგრამ ის იმდენად რთულ მეთოდს იყენებდა, რომ ათასობით კილომეტრის იქეთ მდებარე პროჟექტორის წინ მფრინავი ციცინათელას დანახვის მცდელობას შეიძლება შევადაროთ. საუბარია ე.წ. ტრანზიტულ მეთოდზე, ვარსკვლავის წინ მოძრავი პლანეტის მიერ გამოწვეული პერიოდული მცირე ჩაბნელებების რეგისტრირებაზე. თავის მნათობთან ახლოს მდებარე გიგანტური პლანეტების ”დანახვა”, რა თქმა უნდა, უფრო ადვილია.

ამის გამო, კეპლერისეული პლანეტების რაოდენობის მეტი წილი ასეთი ტიპის პლანეტებზე მოდის, მცირე ნაწილი კი მნათობებიდან შორს მდებარე პატარა პლანეტებზე, რის გამოც, ეგზოპლანეტების შესახებ ჩვენი ცოდნა არასრულფასოვნად შეიძლება ჩაითვალოს. არსებობს სხვა მეთოდები და ინსტრუმენტებიც, თუმცა, მათ მიერ აღმოჩენილი პლანეტების რაოდენობა ახლოსაც ვერ მივა კეპლერისეულთან. გარდა ამისა, რაც ჩვენ ამ ეკზოპლანეტების შესახებ ვიცით, გალაქტიკის მცირე უბნიდადან არის მიღებული(”კეპლერი”, გედის თანავარსკვლავედს იკვლევდა), მსგავსი მახასიათებლებისა და მეტალების შემცველობის მქონე ვარსკვლავებიდან. მეცნიერებს ექსტრაპოლირება მოუწიათ, რათა გაეგოთ, როგორ შეიძლება ფორმირდებოდეს ეგზოპლანეტები მცირე რაოდენობის მძიმე ლემენტების მქონე ვარსკვლავების გარშემო, ისეთების, რომლებიც პატარა გალაქტიკებშია, ან ადრეულ სამყაროში იყო.

 ყველა შესაძლო შეცდომის გათვალისწინებით, მეცნიერები ასკვნიან, რომ დედამიწა, კოპერნიკისეულ პრინციპს უხეშად არღვევს. ჩვენი ძლივს შესამჩნევი ცისფერი წერტილი, განსაკუთრებული შეიძლება აღმოჩნდეს(სიცოცხლის ყველა ფერი; ცისფერი, ოღონდ არა დედამიწა…). ”ის, რომ ჩვენ გავჩნიდით გალაქტიკაში, როგორიც ირმის ნახტომია, განსაკუთრებულ შემთხვევად ვერ ჩაითვლება, თუმცა დამთხვევათა რაოდენობა იმდენია, ორჯერ მაინც დაგაფიქრებს” – ამბობს ჯეი ოლსონი(აიდაჰოს უნივერსიტეტი). ოლსონიც და ზაქრისონიც თვლიან, რომ კოპერნიკის პრინციპის გადარჩენა, მხოლოდ კვლევაში გაუთვალისწინებელ, უხილავ წყალქვეშა ქვას შეუძლია. ”ან ნაკლებად შესაძლებელი, მომგებიანი ლატარიის შედეგი ვართ, ან არ გვესმის, როგორ თამაშდება ეს ლატარეა” – ამბობს ზაქრისონი.

მზის სისტემა და სხვა სისტემები.

 მაქს თეგმარქი (მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ა.შ.შ.), რომელიც ოლსონის მსგავსად, ამ კვლევაში მონაწილეობას არ იღებდა, კოპერნიკისეული პრინციპის უხეშ დამრღვევად, დედამიწას ასაკის გამო თვლის – ”თუ სამყაროში არსებობს ცივილიზაცია, რომელიც ჩვენზე 3,5 მილიარდი წლით ადრე გაჩნდა, რატომ აქამდე არ მოახდინა ირმის ნახტომის კოლონიზაცია? როგორც ჩანს, პლანეტების დიდი რაოდენობის მიუხედავად, სიცოცხლის განვითარება მოზროვნე არსებებად უკიდურესად იშვიათი მოვლენაა. შეიძლება, მომავალის სამყაროში სიცოცხლის გავრცელების მიზეზი ჩვენ აღმოვჩნდეთ” (გალაქტიკათშორისი ფრენები ფერმის პარადოქსს კიდევ უფრო ართულებს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.