დამალული შავი ხვრელები გაერთიანდნენ

 ასტრონომებმა არგენტინადან, ა.შ.შ-დან და ჩილედან, ხილული და დამალული აქტიური ზემასიური ხვრელების კუთხურ კლასტრიზაციაში(გროვად გაერთიანება) ანომალია აღმოაჩინეს(NASA).

 კვლევაში 170 ათასი აქტიური ზემასიური ხვრელი იქნა განხილული. აღმოჩნდა, რომ ხილულებისგან განსხვავებით, ე.წ. დამალული შავი ხვრელები კლასტერულ წარმონაქმნებში უფრო ხშირად ერთიანდებიან.გალაქტიკათა აქტიური ბირთვები, როგორც ითვლება, ზემასიური შავი ხვრელებისგან შედგებიან, გარსშემორტყმულნი აკრეციული დისკოებით, რაც მთლიანობაში ტოროიდალურ ფორმას აძლევს მათ(ღრუბლებში დამალული აქტიური გალაქტიკების ბირთვები). ჩვეულებრივ, ხვრელის აღმოჩენა მასზე აკრეცირებული(ვარდნილი) მატერიის გამოსხივებით ხდება. დედამიწის მიმართ, ამ ტოროიდის სივრცულ ორიენტაციაზეა დამოკიდებული, ”ზემოდან” დავინახავთ მას თუ ”ქვემოდან”, ხოლო თუ ”გვერდიდან” ვუყურებთ, გაზურ-მტვროვანი ღრუბელი მალავს მას.

zemasiurebis xedvis kutxe

 ასტრონომები თვლიან, რომ დამალული და ხილული გალაქტიკები ერთნაირად უნდა იყვნენ განაწილებულნი სივრცეში, ისევე, როგორც მათი კუთხური ორიენტაციები უნდა იყოს შემთხვევითი, თუმცა ახალი ანალიზების მიხედვით დადგინდა, რომ დამალული გალაქტიკები უფრო ხშირად ერთიანდებიან კლასტერებში, ვიდრე ხილულები. როგორც ჩანს, წარმოდგენები ხილული და დამალული გალქტიკების შესახებ უნდა გადაიხედოს, რაც, ალბათ, ამ წარმოდგენაში ბნელი მატერიის ჩართვით მოხერხდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.