გამოშვებულია ჩინეთში

 ჩინური უპილოტო კოსმოსური ხომალდი ”შენჩჟოუ-8” წარმატებით შეუპირაპირდა სექტემბრის ბოლოს გაშვებულ ”ტიანგუნ-1”-ს. ამის შესხებ წერს Agence France-Presse.

 ორი კოსმოსური მფრინავი აპარატი, თითოეულის წონა 8 ტონამდეა, ერთმანეთს წარმატებით შეუერთდა. შეპირაპირება 7 წუთი გრძელდებოდა. მანევრის განსახორციელებლად გამოყენებული იყო მიკროტალღური რადარები, ვიდეოკამერები და ლაზერული მანძილის მზომები.

ჩინური კოსმოსური ხომალდების მთავარი კონსტრუქტორის განცხადებით ეს შეპირაპირება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი პროექტისა, რომელის მიხედვითაც ჩინელები ორბიტალურ სადგურს აშენებენ.

2012 წლისთვის ჩინეთი კიდევ ორი ხომალდის გაშვებას გეგმავს – ”შენჩჟოუ-9” და ”შენჩჟოუ-10”. ერთ-ერთის ბორტზე კი აუცილებლად იქნებიან კოსმონავტები(ტაიკონავტები). მომავალი ათი წლის განმავლობაში ისინი 20-მდე პილოტირებულ გაშვებას განახორციელებენ. გეგმის მიხედვით კოსმოსური სადგურის მშენებლობა 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.