გალაქტიკის ცენტრი ანოტაციით

 ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის ცენტრი, 26 ათასი სინათლის წლის იქეთ, თანავარსკვლავედ მშვილდოსნის მიმართულებით მდებარეობს. მას ყველაზე უფრო ბნელი ადგილიდანაც ვერ დაინახავთ. თუ მის მიმართულებით გაიხედავთ, წინ დიდი რაოდენობით სინათლის მშთანთქმელი ვარსკვლავური მტვერი გადაგეღობებათ. გალაქტიკის ცენტრში და მისი დისკოს გასწვრივ უამრავი ბნელი მტვროვანი ღრუბლები, მანათობელი ნისლეულები და ვარსკვლავებით მდიდარი სივრცეებია. ამ მოზაიკურ სურათზე ზოგიერთი პოპულარული ობიექტია აღნიშნული, რომელთა დამზერა ბინოკლით ან მცირე ტელესკოპით არის შესაძლებელი (ბინოკლი თუ ტელესკოპი?). სურათის ამ ვარიანტზე გალაქტიკის ცენტრი მარჯვენა კიდისკენაა. მასზე მესეს კატალოგის ცნობილი ობიექტებია აღნიშნული: ნისლეული ლაგუნა  (М8) და სამნაწილიანი ნისლეული (М20), ვარსკვლავური ღრუბელი М24 და ბარნარდის ზოგიერთი ბნელი ნისლეული. სრული ვერსია 20 გრადუსს მოიცავს  და მასში მორიელის თანავარსკვლავედიც არის მოქცეული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.