გამოქვაბულნავტები 6…

 გაცვალეს რა სკაფანდრები გამაქვაბულში საჭირო აღჭურვილობაზე, მათ 6 დღე-ღამე გაატარეს სლოვენიის ტერიტორიაზე არსებულ შკოციანის მღვიმეში, რომელიც იუნესკოს სიაშია შეტანილი. სწავლება ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ ორგანიზებული პროგრამის, CAVES (გამოქვაბულები)  ჩარჩოებში მიმდინარეობდა (გამოქვაბულნავტები და სიცოცხლის ახალი ფორმა).

 “გამოქვაბულში ცხოვრება ძალიან ჰგავს კოსმოსში ცხოვრებას. ალბათ, ეს უფრო რთულია, ვიდრე კოსმოსში ყოფნა” – ამბობს 43 წლის იაპონელი ასტრონავტი ტაკუია ონიში.

 ონიშის ნათქვამი არ უნდ აგაგვიკვირდეს, რადგან გამოქვაბულის ტემპერატურა 6-დან 10 გრადუსამდე მერყეობს, რომ აღარაფერი ვთქვათ 100 პროცენტიან ტენიანობაზე და მხოლოდ პატარა ფანრებით მიღებულ სინათლეზე.

 “გამოქვაბულები – უცხოპლანეტური გარემოა. იქ ცხოვრობთ პირობებში, რომლებიც ძალიან რთული, უჩვეულო და საშიშია” – ამბობს ლორედანა ბესონე, პროგრამა CAVES ერთ-ერთი მონაწილე.

 პროგრამა უკვე მეექვსედ განხორციელდა, თუმცა პირველად სლოვენიის გამოქვაბულებში. სპელეოლოგიის ერთკვირიანი შესწავლის მერე, “გამოქვაბულნავტები” მიწისქვეშა ლაბირინთების კვლევა და რუკაზე დატანა დაიწყეს, სამეცნიერო მასალების შეგროვებითა და გუნდური მუშაობის იმედით, სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად. ექსპერიმენტში გათვალისიწნებულია გამოქვაბულის სიცოცხლის მონიტორინგი და ატმოსფეროს მდგომარეობის შეფასება.

 “ასტრონავტთა მთავარი მიზანია ერთ გუნდად მუსაობა და დავალების შესრულება რთულ პირობებში, რათა უკეთ იყონ მომზადებული ანალოგიური სიძნელეებისთვის კოსმოსში” – ამბობს პროგრამის მეცნიერული კომპონენტის ხელმძღვანელი ფრანჩესკო საური (სასტიკი კოსმოსი).

 გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციაში, წყვდიადით მოცულ სიჩუმეში, ონიშისთან ერთად მისი ამერიკელი, კანადელი და რუსი კოლეგებიც იყვნენ ჩასული.

 “საოცარი იყო… ისევ შევიგრძენი თუარა ნაცნობი სუნი და მზის სინათლე ჩემს სახეზე, მივხვდი, რას ვგრძნობდი გამოქვაბულში” – ამბობს 48 წლის ჯანეტ ეპსი.

 “სიმართლე გითხრათ, ადამიანების ისევ დანახვა კი გამიხარდა, მაგრამ ახლოს არ ვგეკარებოდი მათ, რადგან არ ვიცი რა სუნი მქონდა გამოქვაბულში ექვსდღიანი ყოფნის მერე” – სიცილით ამბობს ონიში.

 ჰიგიენური პრობლემების მიუხედავად, მისი თქმით, პროგრამა უნიკალურია ტექნიკური უნარების დახვეწის თვალსაზრისით, რომლებიც კოსმოსური მოგზაურობის დროს არის აუცილებელი.

 ალექსანდრ გერსტი –  “ეს მე იმას შემახსენებს, როგორი უნიკალურია ჩვენი პლანეტა, იგივეა, რომ ამ სიცისფრეს კოსმოსური სადგურიდან გადმოხედო. იქ ხვდები, რომ დედამიწა განსაკუთრებულია! (დედამიწა – იშვიათი გამონაკლისი…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.