გალაქტიკის ბობოქარ ცენტრში დაბადებული ვარსკვლავები

 ცნობილია, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, ზემასიური შავი ხვრელია, რომლის მასა 4 მილიონჯერ აჭარბებს მზისას. უძლიერესი გრავიტაცია, ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივება და რენტგენი, ამ ობიექტის მიმდებარე სივრცეში ექსტრემალურ პირობებს ქმნის. ასტრონომები თვლიდნენ, რომ ასეთ პირობებში ვარსკვლავების წარმოქმნა შეუძლებელი იყო. თუმცა, იქ რამდენიმე ახლადდაბადებული ვარსკვლავი იქნა აღმჩენილი, რაც ვარსკვლავთ ფორმირების თეორიების გადახედვის მიზეზი შეიძლება გახდეს.

 ჩვეულებრივ, ვარსკვლავები უზარმაზარ კოსმოსურ ღრბუბლებში გაჩენილი შესქელებების ადგილებზე იბადება. თავისივე გრავიტაციის ზემოქმედებით, შესქელება გამკვირვებასა და ზრდას აგრძელებს, ვარსკვლავური ჩანასახის, ე.წ. პროტოვარსკვლავის წარმოქმნამდე. პროტოვარსკვლავები ნელნელა ცხელდება, მტვრისა და გაზის მიზიდვაც გრძელდება, განსაზღვრული მასის მიღწევის მერე კი მათში თერმობირტვული რეაქცია იწყება და ახალი ვარსკვლავიც ინთება(„ბრტყელი ვარსკვლავები“ და ზოგიერთი ასტროტერმინი).

 ულტრაიისფერი, რენტგენისა და სხვა გამოსხივებები ამ შესქელებათა წარმოქმნას აბრკოლებს, გაზებს ისევ ღრუბელში ანიავებს. ასეთ პირობებში ვარსკვლავების ფორმირების პროცესები უბრალოდ ვერ წავა, ითვლებოდა ადრე.

 ამ ვარაუდის არამართებულობის მტკიცებულება ALMA(ატაკამას დიდი მილიმეტრულ-სუბმილიმეტრულ ანტენათა მასივი)-მ მოიპოვა, 11 ვარსკვლავის აღმოჩენით, მნათობთა ფორმირებისათის სრულიად მიუღებელ ადგილზე. ეს პროტოვარსკვლავები, მზის მსგავს მნათობებად გადაიქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ზემასიურ შავ ხვრელამდე(მშვილდოსანი A) მანძლი სულ რაღაც 3 სინათლის წელია.

 პროტოვარსკვლავები მათივე “ფურცლების” – ქვიშის საათის ფორმის მტვროვანი ჭავლები(ჯეტები(ჰერბიგ-ჰაროს ობიექტები)), საშუალებით იქნა აღმოჩენილი. ALMA-მ ამ ჭავლების მკაფიოდ დანახვა შეძლო, ჭავლებში არსებული ნახშირბადის მილიმეტრულ დიაპაზონში ელვარე ნათების ხარჯზე.

 ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ვარსკვლავების ფორმირების პროცესის წამოწყება, შესქელებათა გაჩენით, მაღალი სიჩქარით მოძრავი პატარა ღრუბლის, შედარებით ნელ ღრუბელთან შეჯახებას, ან ზემასიური შავი ხვრელის მიერ მაღალი სიჩქარით გამოტყორცნილ მატერიას  შეიძლებოდა გამოეწვია.

 “მომდევნო ეტაპი, შეუფერებელ ადგილზე ვარსკვლავების ფორმირების მიზეზის ზუსტად დადგენა იქნება. შესაძლებელია, რომ ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი მექანიზმით, არა მარტო ვარსკვლავები, არამედ მათ გარშემო მოძრავი პლანეტებიც იბადებიან” – ამბობს მარკ ვარდლი, კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *