2017 წლის ყველა დაბნელება

 2017 წლის მთვარისა და მზის ყველა დაბნელება, რომლებიც პლანეტა დედამიწიდან შეიძლებოდა დაგვენახა, ერთი მასშატბის ოთხ ფოტოშია ნაჩვენები. წლევანდელი წლის ციური ჩრდილების თამაშები ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში, დაბნელებებზე მონადირე ერთი ძალიან მონდომებული ფოტოგრაფის მიერ არის გადაღებული. დაბნელებათა სეზონის დასაწყისი ზემოთ მარჯვნივ: სავსე მთვარე ჩეხეთის თავზე. ეს არის მთვარის ნახევარ ჩრდილოვანი დაბნელება, როცა მთვარემ, დედამიწის ჩრდილის გარე ნათელ ნაწილში გაიარა(პენუმბრა). თებერვლის ბოლოს, მთვარე ცეცხლოვანმა რკალმა შემოფარგლა. არგენტინის ცაში ის, მზის ეფექტური რკალური დაბნელების შუა ფაზაშია. აგვისტოს წყვილი კი გამოსახულების ქვედა ნაწილშია წარმოდგენილი: მარცხნივ – მთვარის ნაწილობრივი დაბნელება გერმანიიდან, როცა მთვარე, დედამიწის ჩრდილის ბნელ ნაწილს შეეხო. მარჯვნივ – მზის გვირგვინი, რომელიც სრულად დაბნელებული მზის გარშემოა, ა.შ.შ-ის დასავლეთ ნაწილიდან დაიმზირებოდა(მზის ისტორიული დაბნელება საქართველოში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.