გაზრდილი სასიცოცხლო ზონა წითელი ვარსკვლავების გარშემო

 ასტრონომებმა, წითელი ჯუჯების გარშემო, სიცოცხლის გაჩენისთვის შესაფერისი ზონის რადიუსი გაზარდეს, რეგიონისა, რომელშიც მყოფ პლანეტაზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა (arXiv.org).
თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო ერთ-ერთი მთავარი პირობაა(ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ტიპისთვის) ეკზოპლანეტაზე თხევადი წყლის არსებობა. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ხსენებული პირობები განისაზღვრებოდა რამდენიმე პარამეტრით – ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული ენერგია, პლანეტის მნათობიდან დაშორება და თვითონ პლანეტის ალბედო(სხივების არეკვლის ხარისხი).

ვარსკვლავების ზომების შედარება მარცხნიდან მარჯვნივ: წითელი ჯუჯა 0,1 მზის მასის, ყვითელი ჯუჯა – მზე, ცისფერი ჯუჯა – რვა მზის მასა და RMC 136a-მზეზე თითქმის 300-ჯერ მძიმე(აქამდე თეორეტიკოსები თვლიდნენ, რომ 150 მზის მასაზე მეტი მასის ვარსკვლავი არ შეიძლება არსებობდეს).
ახალი ნაშრომის ჩარჩოებში მეცნიერებმა შეძლეს გამოევლინათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ვარსკვლავის გამოსხივების სპექტრული თავისებურებანი. როგორც კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, წითელი ჯუჯების შემთხვევაში( სპექტრული კლასი M – მნათობთა პოპულაციის 80% ასეთ ვარსკვლავებზე მოდის) ეს დეტალი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
საქმე იმაშია, რომ ასეთი ვარსკვლავები ენერგიის დიდ ნაწილს მიკრომეტრზე მეტი სიგრძის ტალღაზე ასხივებენ. რადგან დედამიწის მაგვარი პლანეტების ალბედო, სპექტრის ამ ნაწილში, საშუალოზე დაბალია, ეს იმას ნიშნავს, რომ შთნთქმული ენერგიის რაოდენობა ნავარაუდევზე მეტია. გამოდის, რომ სასიცოცხლო ზონა ასეთი ვარსკვლავების გარშემო, ახალი გამოთვლების მიხედვით, აქამდე მიღებულზე 10-30 პროცენტით მეტია.
ამ დროისთვის აღმოჩენილი ყველა ეკზოპლანეტა სასიცოცხლო ზონის გარეთ იმყოფება. 2011 წლის ივლისში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავ კიბო55-ის ერთ-ერთი პლანეტა(აღმოჩენილი 2007 წელს, კიბო55 f) სიცოცხლისათვის შესაფერის ზონაშია და ორბიტალური პერიოდის 74%-ს ამ ზონაში ატარებს(266 დღე). კიბო55 f-მდე მანძილი 40 სინათლის წელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.