ასტეროიდის დღე

 30 ივნისს, ტუნგუსკის მეტეოროიდის ვარდნის დღეს, ისტორიაში პირველად, ასტეროიდის დღე აღინიშნება. ეს საერთაშორისო ინიციატივა ასტეროიდული საფრთხის თავიდან ასაცილებლად კაცობრიობის ძალისხმევის გაერთიანებაზე არის მოწოდებული. ასტეროიდის დღის დამაარსებელთა შორისაა ლეგენდარული როკ-მუსიკოსი, ჯგუფი Queen-ის გიტარისტი, ბრაიან მეი, რომელიც ასევე, ასტროფიზიკის დოქტორის ხარისხის მფლობელიცაა (ტუნგუსკის მეტეოროიდი).

 Discovery Science-ს მიერ ორგანიზებულ ინტერვიუში, ბრაიან მეიმ ასტეროიდის დღესა და მისთვის უმთავრეს საქმეზე, სამყაროს შემესწავლელ მეცნიერებაზე ისაუბრა. ტელეარხი Discovery Science აქტიურად უჭრს მხარს ამ ინიციატივას და ასტეროიდებთან დაკავშირებული გადაცემების გაშვებას იწყებს – 20-დან 29 ივნისის ჩათვლით, 21:00 და 21:50 საათიდან. ამ ციკლის მთავარი პრემიერებია – ”მისია ასტეროიდი” და მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმი ”ჩრდილოეთ განედის 51 გრადუსი”. იქნება სპეციალური ჩართვები, ცნობილი მეცნიერებისა და ასტრონავტების მონაწილეობით.

– ეთანხმებით თუ არა ილონ მასკს, რომელიც თვლის, რომ ჩვენ, მარავალპლანეტიანი ცივილიზაცია უნდა გავხდეთ?

 ბრაიან მეი: ჰმ… ძალიან სამწუხაროა, რომ კაცობრიობა თავის მშობლიურ პლანეტას ამახინჯებს, ჩემი ნება რომ იყოს, არავის მიცვემდი სხვა პლანეტების დანაგვიანების უფლებას. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა ის ძალიან არაპოპულარულია. ასტრონომიულ ფესტივალზე – Starmus, ამ სიტყვების წარმოთქმა ძალიან გამიჭირდა, რადგან დარბაზში ნილ არმსტრონგიც იჯდა. თუმცა, ფინალური გამოსვლის დროს არმსტრონგმა თქვა, რომ ეთანხმება ჩემს მოსაზრებას. ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ადამიანი, რომელმაც ისტორიაში პირველად მზის სისტემის სხვა ობიექტზე დააბიჯა ფეხი, ჩემს აზრს იზიარებს. სხვა პლანეტების კვლევამდე და დასახლებამდე, პირველ რიგში, საკუთარი პლანეტა უნდა მოვაწესრიგოთ (26 ასტეროიდი ბოლო 13 წლის განმავლობაში; 26 ასტეროიდი ბოლო 13 წლის განმავლობაში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.