წრიული ცისარტყელა ავსტრალიის თავზე

განახლდა: 30/09/2014

 გინახავთ ოდესმე მთლიანი ცისარტყელა? ჩვეულებრივ, დედამიწის ზედაპირიდან მისი მხოლოდ ზედა ნაწილი ჩანს, რადგან მიწის მიმართულებით წვიმის წვეთბის რაოდენობა მცირეა. ჰაერიდან კი ცისარტყელის სრული 360 გრადუსი შეიძლება დავინახოთ. ამ გამოსახულებაზე წარმოდგენილი სრული წრიული ცისარტყელა, ქალაქ პერთას (ავსტრალია) მახლობლად, ვერტმფრენიდან გადაიღეს, რომელიც წვიმისა და ჩამავალი მზის შორის მიფირნავდა (მზის ჩასვლა მარსზე). ცისარტყელა არის მოვლენა, რომელიც დამზერის კუთხეზეა დამოკიდებული და წვიმის წვეთბში მზის სინათლის არეკვლით არის გამოწვეული (არა მარტო მზის – ჩანჩქერი, მთვარის ცისარტყელა და ციალი ისლანდიაში). წრიული ცისარტყელა, 84 გრადუსიანი დიამეტრით, ვერტმფრენს 5 კილომეტრის მანძილზე „მიჰყვებოდა“ და საერთოდ არ იცვლებოდა. ამასთან ერთად, პირველი ცისარტყელის გარშემო მეორეც ჩანს, საპირისპირო მიმდევრობით მოწყობილი შედარებით ბაცი ფრებით (მოჩვენება?; არამიწიერი ცისარტყელას პირველი ფოტო; დიდი მთვარე და უცნაური ოპტიკური მოვლენა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.