WR124: ვარსკვლავური ქარის მანქანა

ზოგიერთი ვარსკვლავის აფეთქება ნელი ტემპით მიმდინარეობს. ბობოქარი და გავარვარებული ვოლფ-რაიეს ტიპის იშვიათი მასიური ვარსკვლავები, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ ჩვენი ტელესკოპების წინ იშლებიან. სასტიკი ვარსკვლავური ქარი, მანათობელი გაზებისგან შემდგარი ღრუბლების მასებს გლეჯს მათი ზედაპირიდან, თითოეული მათგანი კი დედამიწაზე 30-ჯერ მასიურია. ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი WR124, წარმოდგენილი სურათის ცენტრში, მის მიერვე წარმოქმნილ ნისლეულიანად სახელად M1-67, 6 სინათლის წლის ზომისაა. მიზეზი, რომლის გამოც ეს ვარსკვლავი უკანასკნელი 20 000 წლის განმავლობაში თავის თავს ანადგურებს, ჯერ ისევ კვლევის საგნად რჩება. WR124-მდე მანძილი 15 000 სინათლის წელია, ის ისრის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. ცალკე აღებული ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავის ბედი მის მასიურობაზეა დამოკიდებული, თუმცა ბევრი მათგანი, ზეახლად ან გამა-ანთბით ამთავრებს სიცოცხლეს ( ვარსკვლავური სისტემა WR 104; ვოლფ-რაიეს ვარსკვლავის ზეახლად აფეთქება; ვარსკვლავი WR 104: საფრთხე კოსმოსიდან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.