ბოლო დროს, საუბრები მთვარესა და მარსზე კოლონიების შექმნის შესახებ ძალიან გახშირდა.(ელონ მასკი: მზის სისტემის კოლონიზაცია გადაშენებისგან დაგვიცავს) ამასთან ერთად, სანფრანცისკოს უნივერსიტეტის მეცნიერები, სთივენ ქეინის მეთაურობით, კაცობრიობისთვის კიდევ უფრო შორეული მომავლის უზრუნველყოფაზე ფიქრობენ. ამ ჯგუფმა, დედამიწიდან 14 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის შესწავლა დაიწყო, რომლის გარშემო, სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში მოხვედრილი პლანეტა შეიძლება ბრუნავდეს.
სისტემა Wolf 1061, კოსმოსური მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, ორ ნაბიჯზე მდებარეობს, ძალიან საინტერესო ეგზოპლანეტით მასში – Wolf 1061c. აღმოჩენა, ჯე რკიდევ 2015 წელს მოხერხდა, ხოლო მისი მწვანე ზონაში მოძრაობის ფაქტი, ქეინის ჯგუფმა დაადგინა. აღსანიშნავია, რომ Wolf 1061c მწვანე ზონის შიდა კიდესთანაა, ანუ ვარსკვლავთან ახლოს, რის გამოც ვენერასავით გადაცხელებული შეიძლება აღმოჩნდეს.
ამ ობიექტის ატმოსფეროს ანალიზი, სიცოცხლისათვის თავსებადობის პირდაპირი დადგენის მეთოდების გამოყენების მაგალითი იქნება. ამასთან ერთად, სისტემის კვლევაში SETI(არამიწიერი ცივილიზაციების მიერ გამოგზავნილი სიგნალების ძებნა)-იც ჩაერთო, მაგრამ რადიო და ოპტიკური(პანამიდან) ტელესკოპებით დამზერამ, ჯერჯერობით, საინტერესო ვერაფერი გამოავლინა.
”სიცოცხლის კვალს, ალბათ, ვერ მივაგნებთ. თუმცა, ამის შანსი ნამდვილად ასრებობს, რადგან ეს პლანეტა, დედამიწის ტიპისაა და მწვანე ზონაში მოძრაობს. უსიცოცხლოც რომ იყოს, შორეულ მომავალში, ჩვენი ცივილიზაციის არსებობის გასაგრძელებლად ვარგისი მაინც იქნება” – ამბობს ქეინი.
Wolf 1061c-ზე დაკვირვება მომავალ თვეში გაგრძელდება, როცა ვარსკვლავსა და მის პლანეტას უკეთესი განლაგება ექნება. ამისათვის SETI-ის ოპტიკური ობსერვატორიის ტელესკოპზე დაყენებული საუკეთსო გადამწოდები იქნება გამოყენებული, რომლითაც მენციერები მეტი და მაღალი სიზუსტის მონაცემებს მიიღებენ(ეგზოპლანეტები; პროქსიმა b – საუკუნის აღმოჩენა?).