შორეული გალაქტიკა, 300 ტრილიონი მზის ნათობით, NASA-ს ორბიტალური ტელესკოპის – WISE(ინფრაწითელი დიაპაზონის ფართოკუთხიანი მკვლევარი), საშუალებით აღმოაჩინეს. გალაქტიკა, WISE-ს მიერ აღმოჩენილ გალაქტიკათა ახალ კლასს მიეკუთვნება – ექსტრემალურად ელვარე ინფრაწითელ დიაპაზონში(ELIRG).
ზეელვარე გალაქტიკის – WISE J224607.57-052635.0, ცენტრში, ალბათ, გიგანტური შავი ხვრელი მდებარეობს, რომელიც თავის შემომფარგლავ გაზს ძალიან მაღალი სიჩქარით შთანთქავს. ზემასიური შავი ხვრელები, ახლო სივრცეში არსებულ მატერიას მიიზიდავენ აკრეციული დისკოსკენ, რომელიც მილიონობით გრადუსამდე არის გავარვარებული და მაღალი ენერგიის გამოსხივებას უშვებს – ხილული, ულტრაიისფერი და რენტგენის გამოსხივება. გაზისა და მტვრის სქელი ღრუბლები ამ ნათებას შთანთქავს და WISE-სთვის ხელმისაწვდომ ინფრაწითელ(სითბურ) დიაპაზონში ახდენს მის გადასხივებას.
ახლადაღმოჩენილი გალქტიკის ზემასიური შავი ხვრელი, როგორც ჩანს, ფენომენალურად უზარმაზარია. კვლევის ავტორთა აზრით, ეს ხვრელი უჩვეულოდ დიდი ჩანასახისგან გაჩნდა. ალტერნატიული ჰიპოთეზების მიხედვით, ხვრელმა ან ზრდის თეორიულ ზღვარს გადააჭარბა(ედინგთონის ზღვარი), ან ამ ზღვრის ”შემოვლა” თავისი ღერძის გარშემო დაბალი სიჩქარით ბრუნვის ხარჯზე შეძლო. გარდა ამისა, მკვლევარები კიდე 20 ასეთი ტიპის ობიექტის(ELIRG) აღმოჩენის შესახებ აკეთებენ განცხადებას. აქამდე მათი დანახვა შემომფარგლავი გაზურ-მტვროვანი ღრუბლების გამო ვერ ხერხდებოდა, მიუხედავად მაღალი ელვარებისა ინფრაწითელ დიაპაზონში(მძლავრი მძლავრები).