2017 წლის 21 აგვისტოს მზის სრულ დაბნელებაზე დაკვირვებას ასტროფიზიკოსები მაქსიმალური ეფექტურობით შეეცადნენ. დაბნელება 160 წამი გრძელდებოდა, რომლის განმავლობაში მეცნირებს მზის გვირგვინის უამრავი პარამეტრის დადგენა უნდა მოესწროთ(დაეწიო მზეს…). არც ისე შორეულ მომავალში, ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტო(ESA) ორბიტაზე თანამგზავრთა წყვილს გაუშვებს, რომელთა საშუალებითაც მზის ხელოვნური დაბნელება 6 საათის განმავლობაში გაგრძელდება(მზის ოთხი ისტორიული დაბნელება).
მზის გვირგვინი, მისი ატმოსფერო, ”კოსმოსური ამინდის” განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია, რადგან ის მზიური ქარის შემადგენელი ნაწილაკების წყაროა. მზის გვირგვინის მატერიის ტემპერარურა გაცილებით მაღალია, ვიდრე მისი ზედაპირისა(ფოტოსფერო) – 5500 გრადუსი ცელსიუსით. მზიური ანთებების წინაპირობად, მისი ტემპერატურა მილიონ გრადუსამდეც კი იწვეს(მზის გვირგვინისა და სპიკულების გამოცანა ამოხსნილია). მზიური მატერიის არარეგულარული ამოფრქვევები არა მარტო ორბიტაზე მდებარე თანამგზავრებს უქმნის საფრთხეს, არამედ დედამიწის ზედაპირზე არსებულ ინფრასტრუქტურასაც(მზის აქტიურობა და ციკლები).
მზის გვირგვინში მიმავალ პროცესებზე დაკვირვებას მეცნიერები ე.წ. კორონოგრაფით ახდენენ. კორონოგრაფი შუქგაუმტარ დისკოს წარმოადგენს, რომელიც ტელესკოპის წინ გარკვეულ მანძილზეა დამაგრებული და მზის სინათლეს ბლოკავს. მათ დედამიწაზეც იყენებენ და კოსმოსშიც, მაგალითად, მზიური ობსერვატორია SOHO. კორონოგჰრაფის ნორმალურ მუშაობას მაბლოკირებელი დისკოს კიდეებიდან გაბნეული სინათლე უშლის, რაც სინათლის ინტენფერენციის მოვლენის ხარჯზე ხდება. ამ ხარვეზის შემცირება მაბლოკირებელ დისკოსა და კამერას შორიუ მანძილის გაზრდით არის შესაძლებელი, ანუ მოწყობილობის მთლიანი ზომის გაზრდით.
ორი თანამგზავრი Proba-3, ერთ დიდ კორონოგრაფს წარმოადგენს, სიგრძით 150 მეტრი. ერთ-ერთ თანამგზავრზეა კამერაა დაყენებული, ხოლო მეორე კი მაბლოკირებელი დისკოა.
თანამგზავრთა წყვილის მკაცრად სინქრონიზირებული მოძრაობა, მეცნიერებს ხილულ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში მუშაობის საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად ახლოს მნათობის ზედაპირთან. თანამგზავრების მოძრაობის სინქრონიზაცია ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებშიც ყველაზე უფრო თანამედროვე გადამწოდები(”დატჩიკ”) და ინტელექტუალური პროგრამული უზრუნველყოფა იქნება გამოყენებული.
პროქტ Proba-3-ის რეალიზაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისი ზოგიერთი ბლოკი უკვე შექმნილია, სტრუქტურული და სითბური ტესტირებების ჩათვლით. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გამოცდა კი შემოდგომაზე დაიწყება(მრისხანე მზე).