SOHO-ს მესამიათასე კომეტა

მზის ობსერვატორია SOHO, კომეტების მოსაძებნად არ შეუქმნიათ, ეს მისი სახელიდანაც გამომდინარეობს – მზისა და ჰელიოსფეროს ობსერვატორია. მიუხედავად ამისა, მზეზე 20 წლიანი დაკვირვებების განმავლობაში SOHO-მ, რომელიც ამერიკისა და ევრპი კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროექტია, კომეტების ეფექტურ ”დეტექტორად” იქცა, დააფიქსირა რა უამრავი კომეტის სასიკვდილო ჩაძირვა ჰელიოსფეროში, მათ შორის ისეთების, როგორიცაა Lovejoy (2011), ISON (2013) და კიდევ სამი ათასამდე ნაკლებად ცნობილი კომეტა.

 2015 წლის 17 აგვისტოდან არაოფიციალურად რეგისტრირებული კომეტების რიცხვმა 2990-ს გადააჭარბა. კარლ ბეთემსი, ამ და სხვა პროექტების მონაწილე, ამბობს, რომ კომეტების აღმოჩენის ასეთი ტემპით, მესამიათასე კომეტა მომდევნო 2-3 კვირაში დარეგისტრირდება.

”კომეტათა უმრავლესობას ასტრომოყვარულები პოულობენ, რომლებიც თავისუფალ დროს SOHO-ს მიერ გადაღებულ სურათებს ათვალიერებენ. კომეტის სახელში ობსერვატორია SOHO-სა და მოხალისეს სახელი ფიგურირებს” – ამბობს კარლ ბეთემსი.
მზესა და მის გარემოზე დასაკვირვებლად SOHO-ს კორონოგრაფი ეხმარება, ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირი მზიური შუქის ბლოკირებას ახდენს. ობსერვატორია ყოველთვის დედამიწისა და მზის ცენტრების შემაერთებელ ხაზზე მდებარეობს. ეს ადგილი საუკეთესოა კომეტებზე დაკვირვებების ჩასატარებლად, რომლებიც მზის სხივებისა და ქარის ზემოქმედებით ნადგურდება.

კომეტათა უმრავლესობა, რომლებსაც SOHO არეგისტრირებს, ე.წ. მზის მახლობლად მოძრავ კომეტებს მიეკუთვნება, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდი ზომის კომეტის ფრაგმენტებს წარმოადგენს, კომეტისა, რომელიც სავარაუდოდ 1106 წელს დაიშალა. კროიცის კომეტებს ძალიან მოკლე პერიჰელიუმი გააჩნია და მხოლოდ ერთმა კომეტამ, რომელიც SOHO-ს თვალსაწიერში მოხვდა – Lovejoy(2011), შეძლო მზის მახლობელი გავარვარებული სივრცის გადალახვა.

დღევანდელი დღისთვის SOHO-ს ყველა მოწყობილობა გამართულად მუშაობს, მანევრების ჩასატარებელი საწვავის რაოდენობაც რამდენიმე ათეული წელი ეყოფა.

”ამ უნიკალურ მისიას ზღვა ფასეული ინფორმაცია მოაქვს. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ადმინისტრაცია, რომ მისი მხარდაჭერა მანამდე გაგრძელდეს, სანამ თვითონ აპარატი გამოვა მწყობრიდან” – დასძენს კარლ ბეთემსი(კიდევ SOHO-ს შესახებ; კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; კომეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.