ევროპას ოკეანედან წყალი ზედაპირზეც ამოდის

  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იუპიტერის თანამგზავრის, ევროპას სიღრმეში არსებული ოკეანედან ნივთიერებები ყინულოვან ზედაპირზე ხვდებიან(ScienceNow).

ზოდიაქოს ნათების პანორამა

 ეს 360 გრადუსიანი პანორამა, აღმოსავლეთ ჰორიზონტიდან დასავლეთამდე, ზოდიაქალური ნათების ზოლს მიჰყვება, მზის სისტემის ეკლიპტიკური სიბრტყის გასწვრივ.

სამყაროს ყველაზე ელვარე გალაქტიკები გარკვეულ მომენტამდე უხილავი იყო

  ყველაზე ელვარე ბევრი გალქტიკა, აქტიური ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესებით, ადრე დედამიწელი დამკვირვებლისთვის შეუმჩნეველი იყო, ისინი გაზისა და მტვრის სქელ ღრუბლებში იმალებიან(Astrophysical Journal).

გალაქტიკათა ნელი ზრდა

  ასეულობით სპირალურ გალაქტიკაზე დაკვირვებებით დადგინდა, რომ ისინი განუწყვეტლივ იზრდებოდნენ ბოლო 8 მილიარდი წლის განმავლობაში, ლაპარაკია სამყაროს ასაკის ნახევარზე მეტ დროზე(NASA).

ანომალური ამინდი ურანზე

  აი ასე გამოიყურება ურანი: სქელი, მოძრავი ატმოსფერო, სადაც ქარების სიჩქარეები 900 კმ/სთ. აღწევენ. ასეთი უმძლავრესი ქარიშხლები დედამიწაზე რომ ამოვარდნილიყვნენ, მთლიან კონტინენტებს გაანადგურებდნენ. ტემპერატურა კი -220 გრადუსია ცელსიუსით.