28.11.2024.
კომეტების შემოსევა
მზისკენ კიდევ ერთი დიდი გაყინული გუნდა მოემართება. გარადის კომეტა 2 წლის წინ აღმოაჩინა ავსტრალიელმა ასტრომოყვარულმა გორდონ გარადმა.
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
მზისკენ კიდევ ერთი დიდი გაყინული გუნდა მოემართება. გარადის კომეტა 2 წლის წინ აღმოაჩინა ავსტრალიელმა ასტრომოყვარულმა გორდონ გარადმა.
მეცნიერებმა ხელახლა შეაფასეს დრეიკის განტოლების ერთ-ერთი პარამეტრი – ცნობილი განტოლებისა, რომელითაც ითვლიან თუ რამდენად მაღლია დედამიწის ფარგლებს გარეთ სიცოცხლის გაჩენის შანსი, ”შემადგენელი” პარამეტრების ალბათობის განსაზღვრით – როგორიცაა ვარსკვლავთა წილი, რომელთა გარშემო მოძრაობენ პლანეტები, პლანეტათა წილი, რომლებიც სიცოცხლისათვის შესაფერისი ზონის მიღმა იმყოფებიან, პლანეტათა რიცხვი სასიცოცხლო ზონაში და ა.შ(მანძილი ვარსკვლავიდან, რომელიც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობის საშუალებას იძლევა).
ასტრონომთა ორმა ჯგუფმა აღმოაჩინა წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი, აქამდე აღმოჩენილთა შორის სამყაროში. წყალი, ექვივალენტური 140 ტრილიონი დედამიწის წყლის საფარისა, გიგანტური შავი ხვრელის გარშემოა თავმოყრილი. ხვრელი დედამიწიდან 12 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარის ცენტრში მდებარეობს.
ცალკეული ვარსკვლავების და მზის ასაკის შეფასება ხდება ვარსკვლავების აღნაგობისა და ევოლუციის თეორიაზე დაყრდნობით. ამ თეორიის თანახმად, ვარსკვლავები გრავიტაციული ენერგიის(ძლიერი შეკუმშვა) და თერმობირთვული ენერგიის(მაღალი ტემპერატურა) ხარჯზე ანათებენ(ევოლუცის სხვა და სხვა ეტაპზე ამ ორი ენერგიიდან ხან ერთი დომინირებს ხან მეორე).
19 ივლისის დილას საფრანგეთის ბრეტანის მთელი რეგიონი უცნაური მოვლენის მოწმე გახდა. 5:20 წუთზე ცაში შეიმჩნეოდა თეთრი ნათება, რომელიც შდემდეგ ელვარე, ნარინჯისა და ვარდისფერ, კუდიან სფეროებად გადაიქცა.
ზემოთ: SN 2006gy(ილუსტრაცია). ქვემოთ: SN 2006gy და გალაქტიკის ბირთვი, რომელშიც ის იმყოფება. მარცხნივ: ინფრაწითელ დიაპაზონში, მარჯვნივ: რენტგენში(NASA).
ჩახვეული წრე, რომელმაც ასტრონომების ინტერესი გამოიწვია, 650 სინათლის წლის ზომისაა. ამ კადრზე, მოყვითალო რვიანისებური წრე, თითქმის ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, ოდნავ დახრილი მარჯვენა მხარეს.
უსასრულო, ხვრელთან მეორე კოსმოსური სიჩქარე(დედამიწის მიზიდულობის ძალის გადასალახავად საჭიროა, რომ ობიექტმა იმოძრაოს მეორე კოსმოსური სიჩქარით – 11 კმ/წმ, მზისთვის 600 კმ/წმ. რაც უფრო მასიურია ციური სხეული მით მეტი სიჩქარეა საჭირო მისგან თავის დასაღწევად)…
ასეულობით გალაქტიკაზე 5 წლიანი დაკვირვებების მერე, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ შავი ხვრელების უმრავლესობა გალაქტიკების შერწყმის დროს არ გაჩენილან. მათ უმრავლესობას ცენტრში ზემასიური ხვრელი აქვს. ზოგჯერ ამ ხვრელების მასა რამდენიმე მილიარდჯერ აჭარბებს მზის მასას. ისინი პერიოდულად აქტიურები ხდებიან ხოლმე.