პლანეტებისა და ვარსკვლავების შესწავლის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, მზის, კომეტების, ასტეროიდებისა და მეტეორიტების – ასწლეულებს. აი გალაქტიკების მეცნიერული კვლევა კი მხოლოდ 1920 წლიდან დაოწყო.

ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
პლანეტებისა და ვარსკვლავების შესწავლის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, მზის, კომეტების, ასტეროიდებისა და მეტეორიტების – ასწლეულებს. აი გალაქტიკების მეცნიერული კვლევა კი მხოლოდ 1920 წლიდან დაოწყო.
სპირალური, გალაქტიკების ყველაზე გავრცელებული ტიპი. ისინი ასტრონომებისთვის სტატისტიკური ინფორმაციის ყველაზე მდიდარ წყაროებს წარმოადგენენ(NASA, ESA, ჰაბლის მემკვიდრეობა(STScI/AURA)-ESA/Hubble Collaboration)).
ასტრონომები ტერმინ დიდ აფეთქებას ერთმანეთთან დაკავშირებული ორი მნიშვნელობით იყენებენ. ერთის მხრივ ტერმინში იგულისხმება თვითონ ეს მოვლენა, რომელმაც სამყარო დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინათ გააჩინა; მეორეს მხრივ – მისი განვითარების ყველა სცენარი, გაფართოებისა და გაცივების პროცესებით.
ჩვენი სამყარო(ითვლება, რომ არსებობენ სხვა სამყაროებიც) 13,7 მილიარდი წლის წინათ თავმოყრილი იყო ერთ წეერტილში და ის არანაირი ნივთიერებების ნაზავს არ წარმოადგენდა. ნივთიერებები გაჩნდნენ შემდეგ, ვარსკვლავების გაჩენასთან ერთად. მსუბუქი ვარსკვლავები “მსუბუქი” ნივთიერებების წყაროებად იქცნენ(დიდი აფეთქების მერე უმსუბუქესი წყალბადის ატომი უკვე არსებობდა, ის სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტია), ასტრონომიაში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ნივთიერებებს მეტალებს უწოდებენ. ამ “მეტალების” და ნამდვილი მეტალების წყარო მძიმე ვარსკვლავები არიან, 3-ჯერ და უფრო მასიური ვიდრე მზეა.
მინიატურიზაციის თანამედროვე ტენდენციებმა აჩვენა, რომ ნივთიერებას შეიძლება ჰქონდეს სრულიად განსხვავებული თვისებები,თუ მის უმცირეს ნაწილაკებთან გვაქვს საქმე.ნაწილაკებს ზომით 1 დან 100 ნანომეტრამდე(10¯9 მეტრი)ნანონაწილაკებს უწოდებენ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთინივთიერების ნანონაწილაკებს აქვთ განსაკუთრებული კატალიზატორული დაადსორბციული(შეწოვა) თვისებები.